მატნის N1 საჯარო სკოლაში სპორტსმენი გოგონები სწავლობენ
კახეთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალი გაიმართა.
კალათბურთის ფინალში თამაშობდა მატნის N1 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი.
მათ მოწინააღმდეგეს დამაჯერებლად სძლიეს და პირველი ადგილი დაიკავეს.
სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს: გოჩა ნონიაშვილს და თამაზ შათირიშვილს ამ გამარჯვებას.
იხილეთ ფოტოები