სიახლეები
სკოლები

კერძო სკოლა „განათლების“ მოსწავლეების მშობლები სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართულები
21-03-2018
-
+


ბათუმის კერძო სკოლა „განათლებაში“ სამოქალაქო განათლებისა  და მშობელთა კლუბების ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა მშობელთა კონფერენცია თემაზე: „ოჯახი და სკოლა-საზოგადოების მოდელი“. 

კონფერენციას ბათუმის დასაქმებისა და განვითარების ცენტრის დირექტორი მაია ქათამაძე, სკოლის დირექტორი ქეთევან გოშხეთელიანი, დირექტორის მოადგილეები ლია მახარაძე და მაია შაინიძე, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

კონფერენცია სკოლის დირექტორმა, ქეთევან გოშხეთელიანმა გახსნა, რომელმაც მშობლის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა. 

კონფერენიცაზე მოხსენებებით გამოვიდნენ მშობლები: ადვოკატი მერაბ პაქსაძე, იურისტი ნანა ბერიძე, პედაგოგი ეკა აფაქიძე, აგრარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი გიული ბერიძე, შპს „გიგის“ დირექტორი ხათუნა გოგიშვილი, განათლების სახლის მენეჯერი მაიკო ბერიძე.

კონფერენციას სამოქალაქო განათლების კლუბის ხელმძღვანელი მაკა ხინთიბიძე უძღვებოდა, რომელმაც კონფერენციის მსვლელობისას მშობლებს რამდენიმე სახალისო აქტივობა შესთავაზა.

საინტერესოდ წარიმართა დისკუსია თემაზე: „საჭიროა თუ არა შეიცვალოს მშობელთა კრების ჩატარების ფორმატი“. კონფერენციის მონაწილეებმა გამოთქვეს  მოსაზრებები და დამოკიდებულებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

კერძო სკოლა „განათლების“ დირექცია მადლობას უხდის მაკა ხინთიბიძეს, მშობლებს, სტუმრებს კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისათვის. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება