სიახლეები
ინტერვიუ

„თუ მშობელი ალერგიას დროულად ვერ შეამჩნევს, ბავშვს ასთმა უვითარდება“ - ბიძინა კულუმბეგოვი
14-08-2018
-
+


ალერგია მომატებული მგრძნობელობაა იმ ნივთიერებების მიმართ, რომლებიც, როგორც წესი, უსაფრთხოდ არიან მიჩნეულნი და სხვა ადამიანებს  საფრთხეს არ უქმნიან. ალერგიული გამოვლინებები განსაკუთრებით გაზაფხულზე იმატებს, რაც მცენარეების აყვავებას და მათ მიერ მტვრის მაქსიმალურ გამოყოფას უკავშირდება. 

ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ თუ მშობელმა მალე ვერ შენიშნა შვილის ალერგიულობა, შესაძლოა, ბავშვს ასთმა განუვითარდეს. მთელს მსოფლიოში  მომრავლებული ალერგიების ფონზე, მკურნალობის მეთოდებიც იხვეწება და ამ სენით დაავადებულ ადამიანებს სრული განკურნების საშუალებაც აქვთ, რის შესახებაც ბევრ დაავადებულს ინფორმაცია არც აქვს.

- ალერგია 21-ე საუკუნის დაავადებაა და განსაკუთრებით ბოლო სამი ათწლეულია, მთელ მსოფლიოში იმატა. ამ დაავადების მკვეთრი ზრდის მიზეზები დღეს მედიცინამ არ იცის, თუმცა დადგენილია, რომ სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით მაღალგანვითარებულ ქვეყნებში უფრო მეტია ალერგიის შემთხვევები, ვიდრე დაბალ საფეხურზე მყოფ ქვეყნებში. 

- ანუ, რაც უფრო მოწესრიგებული და სუფთა გარემოა, მით მეტია ალერგიის შემთხვევები?

- ამასთან დაკავშირებით, ბევრი ვერსია და ვარაუდი არსებობს და ერთ-ერთი სწორედ ჰიგიენური თეორიაა. რაც უფრო სუფთაა ჩვენი საყოფაცხოვრებო გარემო, ინფექციები ნაკლებია, რადგან ყველა ადამიანი აცრილია ამ მიმართულებით. შედეგად, იმუნურ სისტემას რჩება ადგილი, გადაიხაროს ალერგიისკენ. იმუნური სისტემის მთავარი, ევოლუციური დავალება არის ინფექციებთან ბრძოლა. როცა ინფექციების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი, იქ უკვე იმუნური სისტემა მეორე გზისკენ იხრება. გზაჯვარედინივით არის –  ერთია ალერგიის გზა და მეორე – ინფექციის. განვითარებად ქვეყნებში, როგორიც არის ინდოეთი, პაკისტანი და მსგავსი მსგავსი ქვეყნები, უფრო დიდია ინფექციებთან ბრძოლის გამოწვევა, ვიდრე ალერგიასთან. ამიტომაც, იქ არის მალარია, ტუბერკულოზი, ალერგიული დაავადებები კი ძალიან დაბალ ნიშნულზეა. სხვა ახსნებიც აქვს განვითარებულ ქვეყნებში ალერგიის მატებას, მაგრამ ყველაზე მყარ თეორიად სწორედ ეს მიიჩნევა.

- რა სახის ალერგიები გვხვდება ბავშვებში?

- ორ წლამდე ასაკის ბავშვებში ჭარბობს კვებითი ალერგია და კანის ალერგიული დაავადებები, როგორიც არის ატოპიური დერმატიტი, რომელსაც ჩვენი მშობლების თაობა და ასევე ძველი თაობის ექიმები დიათეზად მოიხსენიებენ. ყველაზე ხშირი კვებითი ალერგენი ძროხის რძის ცილა გახლავთ. ძროხის რძის ცილა არის პირველი ანტიგენი, რომელსაც ხვდება ადამიანი მაშინ, როცა დედას არ შეუძლია ბუნებრივი გზით, ანუ საკუთარი ძუძუთი გამოკვებოს შვილი. ხელოვნური ნარევების 99% ძროხის რძისგან დამზადებული. როცა არსებობს გენეტიკური განწყობა ალერგიისადმი, ასეთ ბავშვებს უცხო ცილაზე ეწყებათ ალერგიული რეაქციები, რაც ხშირად კანის დაავადებით, ატოპიური დერმატიტით მთავრდება. ბავშვთა ასაკში მნიშვნელოვანი ალერგენია ასევე ქათმის კვერცხი, ბოსტნეული, ხორბალი, სოიო...

- ხშირია შემთვევა, როცა ალერგია ჩვეულებრივ სურდოში ერევათ?

- მშობლებს ხშირად უჭირთ სიმპტომების ამოცნობა და ფიქრობენ, რომ ბავშვი გაციებულია. ალერგიისა გაციებისგან მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ ალერგიას არ ახასიათებს ტემპერატურის მატება, ყელის გამოკვეთილი ტკივილი, ზოგადი სისუსტე, კუნთების ტკივილი და სხვა ნიშნები, რაც გაციებას ახლავს. გაციებას ქავილიც არ ახასიათებს. სეზონური ალერგიის დროს კი პაციენტები ყოველთვის გრძნობენ ქავილს. ზოგი მეტყვის ხოლმე, მინდა, ბრონქებში ხელი ჩავიყო და მოვიქავოო. ბავშვები იქავებენ ენის უკანა ძირს, ხახას  და დამახასიათებელ ხმებს გამოსცემენ - ქავილის იმიტაციას აკეთებენ. თუ მშობელი დროულად ვერ მიხვდა, რომ ეს ალერგიაა, შეიძლება რამდენიმე წელი დაიკარგოს და  ასთმა განვითარდეს. ამ ზომამდე არ უნდა მივიყვანოთ ბავშვი. 

საერთოდ, ერთი წლის ასაკიდან იწყება ბავშვის შეხვედრა ინფექციებთან. თუ ბავშვი დადის  საბავშვო ბაღში, სადაც დღის განმავლობაში ბევრ თანატოლთან უწევს ურთიერთობა, მას შესაძლოა შეხვდეს რესპირაციული, ანუ გაცივებითი დაავადებები. წელიწადში 8-10 ინფექცია, თუ  ის ანტიბიოტიკებით მორჩენადია და ბავშვს 10 დღეზე მეტხანს არ უგრძელდება, პათოლოგიად არ ითვლება. სურდო და რამდენიმედღიანი ხველა იმუნური სისტემის გაძლიერების, ვარჯიშის მეთოდია ღმერთისგან მოფიქრებული. ბავშვს ხვდება ინფექციები, მათ იმახსოვრებს იმუნური სისტემა და დაახლოებით სკოლის ასაკიდან ეს ავადობები მინიმუმამდე ჩამოდის. 

თუ დედა ან მამა ალერგიითაა დავადებული, ბავშვში ამ დაავადების გამოვლენის ალბათობა 25%-ია და თუ ორივე მშობელია დაავადებული – 50%. თუ ორივე მშობელს ერთი და იგივე ალერგიული დაავადება აქვთ, ანუ ორივეს აქვს ასთმა ან პოლინოზი ანუ გაზაფხულის ალერგია, მაშინ შვილებზე გადაცემის ალბათობა 75%–მდე იზრდება. ასეთ ოჯახებში, სეზონური ტიპის ალერგიები წინასასკოლო და სკოლის პერიოდში იჩენს ხოლმე თავს. სეზონური ალერგიები ვითარდება ძირითადად ადრეულ გაზაფხულზე და ახლა სწორედ ამ პერიოდში ვიმყოფებით – თებერვალი-მარტი-აპრილი ხელმცენარეებზე ალერგიის პერიოდია. მერე, მაისი-ივნისი-ივლისი – გვხვდება ალერგია ბალახებზე და მარცვლოვნებზე. მერე მოდის ალერგია სარეველა მცენარეებზე, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეულია ამბროზიას, ავშანის, ბაბუაწვერას და მრავალძარღვას ყვავილობა და ეს ხდება აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში. როცა „დამნაშავე“ ალერგენი გარემოში გამოვა და მისი კონცენტრაცია მიაღწევს ზღვრულ მაჩვენებელს, უკვე აისახება  კლინიკური სიმპტომები, თუ მათზე  მგრძნობელობა აქვს ბავშვს თუ მოზრდილს. ეს ალერგენები, ქარის გზით,  ჰაერში რამოდენიმე ასეულ კილომეტრში ვრცელდებიან. კლინიკური სიმპტომები, რომლებიც ამ ალერგენის ჰაერში გამოჩენის დროს ვლინდება, გახლავთ თვალის ლორწოვანი გარსის ანთება ანუ კონიუნქტივიტი, ასევე – ცხვირის ლორწოვანის ანთება ანუ ალერგიული რინიტი და შესაძლებელია, არასათანადო მეთვალყურეობით, თუ პაციენტმა ექიმს დროულად არ მიმართა, ეს ყველაფერი ჩავიდეს ქვედა სასუნთქ გზებში და განვითარდეს სეზონური, ანუ პოლინეზთან დაკავშირებული ბრონქული ასთმა. 

- როცა გაირკვევა, რაზე აქვს ბავშვს ალერგია, როგორ უნდა მოვუაროთ და ვუმკურნალოთ?

- არსებობს ალერგოლოგიური დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი. ზედა კიდურის კანზე ვაწვეთებთ სითხეს, მარკერით ვნიშნავთ რიცხვებს, რომელთა შესახებაც ჩვენ ვიცით და ასე, სრულიად უმტკივნეულოდ ირკვევა, რომელ გარემო ალერგენზე აქვს ბავშვს ალერგია. რაც შეეხება მკურნალობას, ასეთი ბავშვების გარემოსთან კონტაქტი უნდა იყოს შეზღუდული. როცა მზიანი და ქარიანი ამინდია, ოჯახი პიკნიკზე არ უნდა წავიდეს, სკოლა უნდა იყოს გაფრთხილებული და სკოლის გარეთ დავალებები ბავშვებს მინიმუმამდე ჩამოუყვანონ, რადგან ასეთ დროს შეიძლება ბევრი ალერგენი მოხვდეს სასუნთქ გზებში, თვალში, ლორწოვანში და სერიოზული რეაქცია გამოიწვიოს. როცა ბავშვი ავტომობილით თუ ავტობუსით გადაადგილდება, ფანჯრები უნდა იყოს დაკეტილი და კონდინციონერით უნდა გრილდებოდეს ან თბებოდეს მანქანა, რადგან ჩამოწეული ფანჯრის პირობებში, ძლიერი ჰაერის ნაკადმა, შეიძლება დიდი რაოდენობით ალერგენების მოხვედრა გამოიწვიოს ბავშვის ორგანიზმში. სახლი სველი წესით უნდა დალაგდეს, სახლში შესვლისას ბავშვი ტანსაცმელს უნდა იცვლიდეს... 

- ძალიან რთულია ასე ცხოვრება. პრევენცია არ არსებობს?

- როცა დადგინდება, რაზეა ალერგია და როდის იწყება შენი მცენარის ყვავილობა, სეზონის დაწყებამდე 2-3 კვირით ადრე, ექიმის დანიშნულებით პროფილაქტიკური წამლები უნდა მიიღო, რომ სეზონს მოზადებული შეხვდე. ჩვენ გვაქვს ასევე შესაძლებლობა, 6 წლის ასაკიდან ჩავატაროთ აცრები, რაც მკურნალობის მნიშვნელოვანი მეთოდია. პაციენტის ორგანიზმში, სამი წლის განმავლობაში, ყოველ ორ თვეში ერთხელ, ის ალერგენი შეგვყავს, რაზეც მას ალერგია აქვს. სამი წლის მერე სრულიად ინკურნება და 15 წელი მშვიდად ცხოვრობს. ეს ყველაზე „ყოჩაღი“ მეთოდია, რომელიც თანამედროვე ალერგოლოგიას გააჩნია. 

- 15 წლის მერე ისევ იწყება ალერგია?

- ეგ არავინ იცის. 15 წლის მერე, პრევენციის მიზნით, შესაძლებელია, ეს აცრები კიდევ ჩატარდეს. უკვე ასეულობით პაციენტი გვყავს, რომლებიც აღარ არიან დამოკიდებულნი იმაზე, თუ როდის აყვავდება ესა თუ ის მცენარე, ან როდის ამოვარდება ქარი. 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება