როგორ გავთავისუფლდეთ საგამოცდო სტრესისგან - მეცნიერები გვირჩევენ
16-03-2018
დაკოპირებულია
-
+
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, სასკოლო, ეროვნული, თუ უმაღლესი გამოცდები ახლოვდება და ვნებათა ღელვაც მატულობს. აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვისEtaloni.ge-მ საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მოიძია.
დაამარცხეთ საგამოცდო სტრესი ჩვენთან ერთად:
კანადელმა მეცნიერებმა, ემა უორდ გრიფინის ხელმძღვანელობით, ასობით სტუდენტის მონაწილეობით ექსპერიმენტი ჩაატარეს: ორი კვირის განმავლობაში სტუდენტთა ორ ჯგუფს აკვირდებოდნენ. მოზარდთა ერთი ნაწილი გამოცდებამდე აქტიურად უვლიდა და ეთამაშებოდა ძაღლებს, მეორე ჯგუფს კი შეხება არ ჰქონდა შინაურ ცხოველებთან.
ამასთან, სტუდენტებს ეტაპობრივად უსვამდნენ კითხვებს მათ ჯანმრთელობაზე, ხასიათსა და შინაგან მდგომარეობაზე.
კვლევებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად უვლიდნენ და ეთამაშებოდნენ ძაღლებს ნაკლებად განიცდიდნენ საგამოცდო სტრესს, იშვიათად ეუფლებოდათ ნეგატიური ემოციები და გარემოსთან მეტად ჰარმონიულად გრძნობდნენ თავს.
მეცნიერების დასკვნით, „ცხოველთა თერაპია“ დადებითად აისახა მოზარდთა ფსიქიკაზე და მნიშვნელოვნად შეამცირა სტრესის დონე.
აბიტურიენტებო და სტუდენტებო, საკუთარ თავზე გამოსცადეთ ეს მეთოდი და შედეგები კომენტარებში გაგვიზიარეთ.