სკოლები

წონიარისის სკოლის ნიჭიერმა მოსწავლეებმა ქალბატონებს ლამაზი დღე აჩუქეს
13-03-2018
-
+


წონიარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სახალისო და მრავალფეროვანი პროგრამა წარმოადგინეს და 8 მარტი-ქალთა საერთაშორისო დღე ღონისძიებაზე დამსწრე ქალბატონებისთვის კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადეს.

მოსწავლეები დიდი ხანი ემზადებოდნენ იმისთვის, რომ თავიანთი საყვარელი დედებისთვის და ყველა ქალბატონისთვის შემოქმედებითი გზით მიელოცათ ეს დღე.

შესრულდა ცეკვები, სიმღერები, წარმოთქვეს ლექსები და მინი სპექტაკლიც დადგეს. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი.

მოსწავლეებმა ნამდვილად შეძლეს დამსწრე აუდიტორიისთვის თბილი სიტყვებითა და სურვილებით გაელამაზებინათ ერთი დღე. სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის თითოეულ ბავშვს მოლოცვისთვის  და წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


სიახლეები
მოზარდს დაზიანება ბასრი საგნით ხელის არეში აქვს მიყენებული
გოგონას მუცლის ზედაპირიდან პნევმატური იარაღის, ე.წ. კისტის თოფის ტყვია ამოუღეს
ძიძა, რომელიც ტყუპ და-ძმას სისტემატურად სცემდა, მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია, -ინფორმაციას შსს ავრცელებს
ცოტა ხნის წინ ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
სკოლები
პროექტს III-IV კლასის მასწავლებლები ნონა ბერიძე და ნინო შკუბულიანი ხელმძღვანელობდნენ
მხატვრულად წერის კონკურსში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
მონაწილეობა ორმა მოსწავლემ მიიღო
მოსწავლეებმა სამშობლოსა და ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს


საინტერესო
მოზარდს დაზიანება ბასრი საგნით ხელის არეში აქვს მიყენებული
გოგონას მუცლის ზედაპირიდან პნევმატური იარაღის, ე.წ. კისტის თოფის ტყვია ამოუღეს
ძიძა, რომელიც ტყუპ და-ძმას სისტემატურად სცემდა, მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია, -ინფორმაციას შსს ავრცელებს
კალიფორნიის ქალაქ ლივერმორის სახანძრო ბრიგადში ოთხვატიანი ელექტრო ნათურა 1901 
ეტალონი
„ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი ახლოვდება