საბაზო საფეხურის განახლებული საათობრივი ბადის პროექტი გამოქვეყნდა
13-03-2018
დაკოპირებულია
-
+
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო გეგმის გადამუშავების შესაბამისად, ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სკოლებისთვის საბაზო საფეხურის საათობრივ ბადეში ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ: დაემატა ახალი საგანი, გაჩნდა არჩევითი საგნების ბლოკი, გაძლიერდა სამოქალაქო განათლებისა და მათემატიკის სწავლება, შეიცვალა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების სწავლების ფორმატი მეშვიდე კლასში.
ახალი პროექტით, მე-7, მე-8, მე-9 კლასებისთვის, საათების ჯამური რაოდენობა თითოეულ სემესტრში 33-ს შეადგენს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველა დაინტერსებულ პირს თხოვნით მიმართავს, რომ საათობრივ ბადესთან დაკავშირებით კომენტარები და მოსაზრებები 15 მარტის ჩათვლით წარადგინონ.