როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები 22-23 თებერვალს?
22-02-2018
დაკოპირებულია
-
+
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-23 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე ნალექი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში 22 თებერვალს შესაძლებელია მცირე წვიმა, ხოლო 23 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა მოსალოდნელია +10, +12 გრადუსის ფარგლებში.