სიახლეები
სამასწავლებლო

„მშობლის ჩართულობა და აქტიურობა მოსწავლის წარმატებაში დიდ როლს ასრულებს“ - ინტერვიუ დმანისში სკოლის ყველაზე ახალგაზრდა დირექტორთან
21-02-2018
-
+


ნინო ხორბალაძე დმანისში სკოლის ყველაზე ახალგაზრდა დირექტორია. მან დაგარახლოს სკოლაში ჯერ საქმის მწარმოებლად დაიწყო მუშაობა, 2017 წლის 1-ლი დეკემბერიდან სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა და მას შემდეგ სკოლას ხელმძღვანელობს:

„თავდაპირველად დაგარახლოს საჯარო სკოლაში საქმის მწარმოებლად დავიწყე მუშაობა. ამ თანამდებობაზე 2 წელი ვიმუშავე, ხოლო 2017 წლის პირველ დეკემბერს  დავინიშნე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. მას შემდეგ სკოლას ვხელმძღვანელობ.“ 

- თქვენ ყველაზე ახალგაზრდა დირექტორი ხართ დმანისში...

- დიახ, 26 წლის, ყველაზე ახალგაზრდა დირექტორი ვარ დმანისში. როდესაც ჩემი კანდიდატურა წარადგინეს ამ პოზიციაზე რატომღაც შიშმა ამიტანა. ვფიქრობდი, შევძლებდი თუ არა ამხელა პასუხისმგებლობისთვის თავის გართმევას. ვაცნობიერებდი, რომ მე ამ თანამდებობაზე დანიშვნით მარტო დოკუმენტებთან და მათ წარმოებასთან შეხება კი არ მექნებოდა, არამედ ურთიერთობა მომიწევდა მოსწავლეებთან, პედაგოგებთან. თუმცა მალე დავრწმუნდი, რომ ჩემი შიში უსაფუძვლო იყო, რადგან მოსწავლეებმაც და პედაგოგებმაც კარგად მიმიღეს. მალე გამოვნახეთ საერთო ენა და დავმეგობრდით კიდეც. ყოველივე ეს კი ძალიან მიადვილებს მუშაობას. ასე გავხდი ყველაზე ახალგაზრდა დირექტორი დმანისში.

- ქალბატონო, ნინო, როგორც ვიცით, სკოლა საბაზო საფეხურისაა. რამდენი მოსწავლე გყავთ, რამდენად აქტიურად ტარება სკოლაში სხვადასხვა ღონისძიება და მოსწავლეები რამდენად არიან ჩართულები ამ აქტივობებში?

- დაგარახლოს საჯარო სკოლა საბაზო საფეხურისაა და სულ 56 მოსწავლე სწავლობს. სამწუხაროდ, ჩვენს სკოლაში ხშირად არ ტარდებოდა ღონისძიებები, არც მოსწავლეები არ აქტიურობდნენ.  თითქოს თავიანთ სამყაროში იყვნენ ჩაკეტილები. როდესაც „ეტალონი“ ჩატარდა ჩვენს სკოლაში, მოსწავლეები უფრო გამოცოცხლდნენ, გააქტიურდნენ. მათ ამ პროექტში მონაწილეობის მიღება ძალიან უხაროდათ. 

 

- თქვენი სკოლის ორ მოსწავლეს „ეტალონის“ წარმატების მოწმობები გადაეცა.

- დიახ, ჩვენი სკოლის ორ მოსწავლეს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ წარმატების მოწმობები გადაეცა. ეს მათთვის ძალიან დიდი სიხარული იყო და კიდევ გამოთქვეს  მსგავს და სხვა ღონისძიებეში მონაწილეობის მიღების სურვილი. მათი წარმატება დაბალკლასელთათვისაც მაგალითის მიმცემი აღმოჩნდა. ძალიან დიდი დაინტერესება მოჰყვა ამ ყოველივეს მათი მხრიდან, რის გამოც დიდ მადლობას ვუხდით „ეტალონს“ და მის შემოქმედებით ჯგუფს.

 

- „ეტალონის“ წარმატების მოწმობები მოსწავლეებს თავად პედაგოგებმა გადასცეს. მოგვიყევით თქვენი სკოლის მასწავლებლების შესახებ. 

- მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლის მასწავლებლები თავიანთი სამუშაო გამოცდილებითა და კვალიფიკაციით გამოირჩევიან. განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ მოსწავლეებთან და თავიანთ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

 - როგორც ვიცით, სკოლაში აქტუალური პრობლემა მოსწავლეთა სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობაა. როგორ გეგმავთ ამ პრობლემის მოგვარებას?

ჩვენი აქტუალური პრობლემაა მშობლების ჩართულობა მოსწავლეთა სასწავლო პროცესში. ისინი ნაკლებად არიან ჩართულები და ამიტომ ვცდილობთ ხშირად ჩავატაროთ მშობელთა კრებები, გავაცნოთ მშობლებს მათი შვილების შედეგები. ასევე ვგეგმავთ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიების ჩატარებას, რაც სასწავო პროცესს უფრო მრავალფეროვანს გახდის. იმედი მაქვს, მშობლები დროთა განმავლობაში უფრო აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში, ვინაიდან მშობლის ჩართულობა და აქტიურობა მოსწავლის წარმატებაში დიდ როლს ასრულებს. ჩვენ, სკოლის ხელმძღვანელობა და პედაგოგები, ყველანაირად შევუწყობთ ხელს მოსწავლეებს წარმატებული მომავლის შექმნაში. 


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება