სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს დიპლომები რექტორმა და დეკანმა გადასცეს
20-02-2018
დაკოპირებულია
-
+
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულების დამადასტურებელი დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
ღონისძიება ტრადიციულად საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ ახალგაზრდებს მიულოცა სწავლის დამთავრება, გზა დაულოცა და ცხოვრების ფართო ასპარეზზე წარმატებები უსურვა.
დაჯილდოებას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მერაბ ნაჭყებია უძღვებოდა. მან კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა და დიპლომები და საჩუქრები უნივერსიტეტის რექტორთან, ზურაბ ხონელიძესთან ერთად გადასცა.
ღონისძიების დასასრულ, კურსდამთავრებულებმა ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ-მასწავლებლებსა და რექტორს მადლობა გადაუხადეს და „ვივა აკადემიას“ ფონზე სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.