ჰოლანდიელმა მხატვარმა ბერნდტონ სმილდმა შენობაში ღრუბლის წარმოქმნის გზას მიაგნო.
ამისათვის ხელოვანი ქმნის გარემოს ზუსტად განსაზღვრული ტემპერატურული, ტენიანობისა და განთების მაჩვენებლით, შემდეგ კი ორთქლის მანქანიდან პატარა ღრუბელს ათავისუფლებს.
მიღებული ღრუბელი ჰაერში რამდენიმე წამს ჩერდება, რაც საკმარისი დროა მის გადასაღებად და ფოტოზე აღსაბეჭდად.