ვარდისფერი და ცისფერი - სტერეოტიპები ბავშვების ჩაცმულობაზე
20-02-2018
დაკოპირებულია
-
+
დღეს უკვე ფართოდ გავრცელებული შეხედულება, რომ გოგონას ვარდისფერი სამოსი აცვია და ბიჭი ცისფერ ფერს უნდა ატარებს 1940-იან წლებში ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში ჩამოყალიბდა.
მანამდე კი რეკომენდაციები ბავშვის სამოსის ფერთან დაკავშირებით ნაკლებად იყო პატარის სქესზე დამოკიდებული და მეტი ყურადღება ტანსაცმლის თმისა და თვალის ფერთან შეხამებას ექცეოდა.
სქესის გათვალისწინების შემთხვევაში კი, თანამედროვეობისაგან საპირისპირო მოსაზრება არსებობდა.
მაგალითად, 1918 წელს ჟურნალი „Earnshow's“ წერდა: „საყოველთაოდ მიღებული წესით, ვარდისფერს ბიჭები უნდა ატარებდნენ, ცისფერს კი - გოგონები. რამდენადაც, ვარდისფერი მეტად ძლიერი და მკაფიო ფერია, ცისფერი კი უფრო ნაზი და დახვეწილი“.