„ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი ინტელექტ-ჩემპიონატის ავტორთან და წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან, ერთად ხელვაჩაურს სტუმრობს.
ხელვაჩაურის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის Izrune.ge-ს პრეზენტაცია იმართება.
შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე, რესურსცენტრის უფროსი ხათუნა დიდმანიძე, სკოლების დირექტორები და მასწავლებლები ესწრებიან.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, Izrune.ge-ს ინოვაციურ პორტალს ხელვაჩაურის სკოლების მოსწავლეებიც შეუერთდებიან.
შეგახსენებთ, რომ Izrune.ge არის მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური საიტი, რომლის მთავარი მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. მოსწავლეებს აქვთ საშუალება საკუთარი კლასის შესაბამისად ყოველდღიურად ივარჯიშონ მათთვის სპეციალური ალგორითმით შექმნილ უნიკალურ ტესტებში, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა, ხოლო თავის მხრივ მშობლებს და რომ არა მარტო მშობლებს, არამედ მთლიანად ოჯახს, აქვს საშუალება თვალყური მიადევნოს ბავშვის განვითარებას, მონაწილეობა მიიღოს მისი აღზრდა-განათლების და წახალისების პროცესში, იამაყოს მისი მიღწევებით.