სიახლეები
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს თბილისის მწვანე სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
13-02-2018
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს თბილისის მწვანე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.

მოსწავლეები და მათი პედაგოგი ნინო მუსერიძე უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ მიიღო. მათი სტუმრობის მიზეზი იყო საჯარო ლექცია - „მედია, მოქალაქე, სახელმწიფო“, რომელიც უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თამარ ბელქანიამ წაიკითხა - „სამოქალაქო განათლების“ დისციპლინის ფარგლებში. 

ლექციაზე საუბარი შეეხო მედიის პასუხისმგებლობის საკითხებს: ჟურნალისტურ ეთიკას, ჟურნალისტის სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და მოქალაქეობრივ თვითშეგნებას. იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელწიფოებრივი აზროვნება ჟურნალისტისთვის, რომელიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ახდენს.

თამარ ბელქანიამ მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილებიდან რამდენიმე ფაქტი მოუყვანა, სადაც კარგად ჩანდა რამდენად მნიშვნელოვანია ჟურნალისტისთვის პასუხისმგებლობის გააზრება და „სამშვიდობო ენის“ დაცვა.

ლექციაზე ნაჩვენები იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ერთი წამის მეათასედი“. მოეწყო ფილმის განხილვა. განსაკუთრებით საინტერესო იყო მოსწავლეების კითხვები და მოსაზრებები თანამედროვე მედიასა და ჟურნალისტიკაზე, მოქალაქეობრივ პოზიციასა და სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე.

შეხვედრის ბოლოს, რექტორის თანაშემწემ, თინათინ გაბედავამ მოსწავლეებს საჩუქრად უნივერსიტეტის ლოგოთი ბრენდირებული სუვენირები გადასცა.

კომენტარები


სკოლები
პედაგოგმა აღსაზრდელებს საზეიმოდ გაფორმებული კლასი დაახვედრა
თბილისის N99 საჯარო სკოლაში Izrune.ge-ს პრეზენტაცია გამორჩეული მასშტაბებითა და 
კლუბის მიზანია თემში გარემოს დაცვაზე ცნობიერების ამაღლება
სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ შტუტგარტის უნივერსიტეტის სტუდენტები 
სიახლეები
ტყვიით დაბინძურებული გარემო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი 
ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 264 კგ. ასწია რაც მსოფლიო რეკორდია
ბავშვებს მუცლის ტკივილი, ღებინება და მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ
Etaloni.ge დაინტერესდა, დირექტორების ნება რომ იყოს, როგორ დახარჯავდნენ სკოლებისთვის გაზრდილ ბიუჯეტს
Etaloni.ge  წარმოგიდგენთ ამ საოცარი ლოცვის ტექსტს
საინტერესო
ბავშვებს უნდა შეეძლოს სახლის საქმეები - დალაგება,  ჭურჭლის დარეცხვა, საკუთარი ტანსაცმლის დაუთავება.
გავრცელებულია აზრი, რომ როდესაც ბავშვი აკრაჭუნებს, ე.ი ჭიები ჰყავს, მაგრამ
წარმოგიდგენთ იმ სტერეოტიპებს, რომლებიც მშობლებმა აუცილებლად უნდა დაიმახსოვრონ
ველით თქვენს პასუხებს კომენტარებში 
ტავმატული წყლულები შესაძლოა ბრეკეტების ხმარების შედეგი იყო
ეტალონი
„ესაა ჩემპიონატი, რომელიც მოსწავლეებს ძალიან ბევრს რამეს აძლევს“
„კვირის კითხვის“ სწორი პასუხია
დღეს ოთხშაბათია! - Etaloni.ge ყოველ ოთხშაბათს საინტერესო და სახალისო რუბრიკას
საზოგადოება