სიახლეები
საინტერესო , ინტერვიუ

მეთორმეტეკლასელი კალიგრაფი და მისი დახატული ქართული სიტყვები
13-02-2018
-
+


ადამიანის შესაძლებლობებს რომ საზღვარი არ აქვს, ამაში მეთორმეტეკლასელი ნიკა ღუნაშვილის ხელოვნების ნიმუშებადქცეული ხელნაწერების გაცნობისას კიდევ ერთხელ დარწმუნდებით.

ნიკა რუსთავის N22 საჯარო სკოლაში სწავლობს. კალიგრაფიით 8 წლის ასაკში დაინტერესდა და მას შემდეგ არაერთი გასაოცარი ნამუშევარი შექმნა.

რა გეგმები აქვს ახალგაზრდა ნიჭიერ კალიგრაფს და ვინ გახდა მისი მთავარი მოტივატორი, ამის შესახებ ნიკა გვესაუბრება.

- რამ განაპირობა კალიგრაფიით გატაცება და როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები?

- კალიგრაფიით რვა წლის ასაკში დავინტერესდი. ჩემი მთავარი მოტივაცია კალიგრაფ დავით მაისურაძის ნამუშევრები იყო. იგი შემდგომ ჩემი მასწავლებელი გახდა. მისი დამსახურებაა, რომ მე დღეს კალიგრაფი ვარ. ქართული ხელნაწერების ნახვისას გამიჩნდა სურვილი, გავმხდარიყავი კალიგრაფი და შემესწავლა ქართული ანბანის სამივე სახეობა. ქართული დამწერლობა რომ უნიკალურია, ეს უკვე ყველამ იცის და დღეს რომ ის ასეთი სახით არსებობს, ეს, გარკვეულწილად, ქართველი კალიგრაფების დამსახურებაა. მეც მინდა ვიყო ერთ-ერთი მათგანი.

- სად ეუფლებით კალიგრაფიას? 

- კალიგრაფია  შევისწავლე რუსთავში არსებულ კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრ „მთაწმიდელში“, სადაც ნებისმიერ მსურველს სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია კალიგრაფიის შესწავლა.

- რას გადმოსცემთ კალიგრაფიით, რა თემატიკაზე მუშაობთ, რა ტექნიკით?

- სიმართლე გითხრათ, კალიგრაფიით რას გადმოვცემ, ამაზე არასდროს მიფიქრია, უბრალოდ მსიამოვნებს ის, რასაც ვაკეთებ. ძველი ხელნაწერების მსგავსს ხელნაწერებს ვქმნი და ამით ვცდილობ მოვახდინო ძველისა და ახლის სინთეზი. ასევე დაახლოებით 6 თვის წინ დავიწყე კალიგრამებზე მუშაობა, რამაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ძირითადად ვმუშაობ ტუშითა და აკრილით.

- გაქვთ თუ არა სურვილი პროფესიონალ კალიგრაფად ჩამოყალიბდეთ? სად აპირებთ ჩაბარებას და რა გეგმები გაქვს კალიგრაფიასთან დაკავშირებით?

- ვფიქრობ, მე უკვე ჩამოვყალიბდი კალიგრაფად, მაგრამ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. ვაპირებ არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაბარებას, მაგრამ კალიგრაფია რომ ყოველთვის იქნება ჩემი მეორე პროფესია, ამაში ეჭვი არ მეპარება.

გაეცანით ნიკა ღუნაშვილის ნამუშევრებს







































კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება