სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეებს სახელმწიფო ენაზე აზროვნებას ასწავლის“ - „მარნეულის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
12-02-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „მარნეულის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი მარიამ ტყეშელაშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ბეთქილ ნავერიანი, რესურსცენტრის უფროსი ქანან ომაროვი სკოლების წარმომადგენლები - დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

„მარნეულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს შაუმიანის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მილენა ადამიანი დაეუფა. 

მილენა ადამიანი გამარჯვებით ბედნიერია და მადლობას უხდის პროექტს მიღებული ცოდნისა და გამოცდილებისთვის:           

„მადლობა „ეტალონს“, ჩემს მშობლებსა და მასწავლებლებს. დიდი გამოცდილება და ცოდნა დავაგროვე ამ პროექტში და გამარჯვება დიდი სტიმულია სამომავლო წარმატებებისთვის".   

მარნეულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ბეთქილ ნავერიანი მადლობას უხდის „ეტალონს“ მარნეულსა და მთელს საქართველოში განათლების წახალისებისთვის და წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს:  
    
„მადლობა ბატონ გოჩას, პროექტსა და მთელ შემოქმედებით ჯგუფს გაწეული შრომისთვის და ცოდნის წახალისებისთვის. წარმატებებს ვუსურვებ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ „ეტალონსა“ და ჩვენს მოსწავლეებს".       

მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მთავარი სპეციალისტი მარიამ ტყეშელაშვილი მოხარულია მარნეულში „ეტალონის“ სტუმრობით და ბავშვების წარმატებით: 

„ეტალონს“ ყოველთვის დიდი მოლოდინით ხვდებიან ჩვენთან, რასაც მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა და მათი ემოციები მოწმობს. მოხარული ვარ, წარმატებულ პროექტში ჩვენი ბავშვების წარმატებული ასპარეზობით. ათეულში ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენელი მოხვდა, რაც ძალიან გასახარია. აღსანიშნავია, რომ ეთნიკურად სომეხმა გოგონამ მოახერხა გამარჯვება. წარმატებებს ვუსურვებ მოსწავლეებსა და პროექტს".       

მარნეულის რესურსცენტრის უფროსი ქანან ომაროვი მადლობას უხდის „ეტალონს“ განათლების ხელშეწყობისა და ეროვნული საქმის მსახურებისთვის:        
                             
„ეტალონი“ ეროვნული, ინტელექტუალური და წარმატებული პროექტია, რომელში მონაწილეობა და გამარჯვება ყველა მოსწავლისათვის დიდი სტიმულია. მადლობა პროექტს გაწეული შრომისთვის და სრული თანადგომა „ეტალონს“ მარნეულის რესურსცენტრის მხრიდან".   
                                      
გამარჯვებულის ქართულის პედაგოგი ნანა ჭიტაძე მადლობას უხდის „ეტალონს“ გაწეული სახელმწიფოებრივი საქმისთვის და წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს:  
       
„ეტალონში“ მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარნეულელი ბავშვებისთვის. პროექტი მათ სახელმწიფო ენაზე აზროვნებას ასწავლის და განათლების მოტივაციას უზრდის. მილენა ძალიან მონდომებული და მშრომელი მოსწავლეა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს ქართული ენის სწავლას. ზოგადად, მისი ოჯახია მიზანსწრაფული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია".

„მარნეულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი მილენა ადამიანი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 

ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული. 

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ
„აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის შესახებ და ტოლერანტობის გრძნობის გაღვივება“
მათ შორს სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მასშტაბურ კამპანიას შეუერთდა
მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე ხმამაღლა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის - „სახატეები“
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება