სიახლეები
ეტალონი, სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლა

''ეტალონმა აბაშა გამოაცოცხლა'' - ინტელექტ-შეჯიბრმა ''აბაშის ეტალონი მოსწავლე'' გამოავლინა
24-10-2016
-
+


სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" გრძელდება. 

ამჯერად, „აბაშის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.     

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი აბაშის კულტურის სახლში ჩატარდა. 


აბაშის მუნიციპალიტეტის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.

შეჯიბრის მონაწილეებს სიმღერებითა და დეკლამაციებით ამხნევებენ. 

აღსანიშნავია, რომ აბაშაში ინტელექტ-შეჯიბრის „ეტალონის“ დასახვედრად განსაკუთრებულად ემზადებოდნენ.

„ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი მადლობას უხდის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს, რესურსცენტრსა და აბაშის ყველა სკოლას ტესტირების პროცესის სამაგალითო დონეზე ჩატარებისთვის.     

ღონისძიებას აბაშის ხელმძღვანელობა, რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.  

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული.

ინლელექტ-შეჯიბრის რეიტინგში მე-9 ადგილზე გავიდა მარნის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლევან ჯანელიძე(65ქულა). 

მე-8 ადგილზე გავიდა ტყვირის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე საბა მიგინეიშვილი(67 ქულა).

მე-7 ადგილზე გავიდა გეზათის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ გაბუნია(68 ქულა).

მე-6 ადგილზე გავიდა სამიქაოს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მედეა ქურდობაძე(70ქულა). 

მე-5 ადგილზე გავიდა სუჯუნის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლატავრა ცომაია(70ქულა).

მე-4 ადგილზე გავიდა მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე თამთა ბარათელია(71ქულა). 

მე-3 ადგილზე გავიდა აბაშის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე გვანცა შონია(71ქულა).

მე-2 ადგილზე გავიდა პირველი მაისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ფრანგიშვილი(73ქულა). 

„ეტალონი მოსწავლის" ტიტულს კი გეზათის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ქეთევან გაბუნია დაუფლა.

ღონისძიების შესახებ „Etaloni.ge”-ს პირველი შთაბეჭდილებები სწორედ გამარჯვებულმა ქეთევანმა გაუზიარა:

„კონკურენცია მაღალი იყო. თუმცა გამარჯვება არ გამჭირვებია. ‘’ეტალონი’’ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. თავად ჩემი შედეგით კმაყოფილი ვარ. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, სხვა მონაწილეებს ვეტყოდი, რომ არ შეეშინდეთ თავიანთი ნიჭის გამოვლენის და იკითხონ, რაც შეიძლება მეტი.“

გამგებელის მამუკა კვიტაშვილის თქმით, „ეტალონი“ არის იდეალური პროექტი:

„ეტალონი არის ძალიან კარგი, შემიძლია ვთქვა, რომ იდეალური პროექტია. მე მხარს ვუჭერ ასეთ კარგ პროექტს. მოსახლეობა, ღონისძიებაზე დამსწრე საზაოგადოება ძალიან კმაყოფილი დარჩა ინტელექტ-შეჯიბრით.“

საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე აღნიშნავს, რომ ინტელექტ-შეჯიბრი შესანიშნავად იყო ორგანიზებული:

‘’შესანიშნავად ორგანიზებული იყო ყველაფერი. ‘’ეტალონი’’ არაჩვეულებრივი პროექტია. მთელი რაიონი იყო აღფრთოვანებული. ორივე მხარემ არაჩვეულებრივი ორგანიზება გაუკეთა ყველაფერს. ყველაფერი იყო მაღალ დონეზე. ძალიან კარგი, საჭირო და აუცილებელი პროექტია ‘’ეტალონი’’ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, რომ პროექტმა განაგრძოს არსებობა. ’’

კულტურის, განათლების, სპორტის,ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის გიგა ცომაიას თქმით, „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი ინახავს ტრადიციებს და მოსახლეობა კი ძალიან ბედნიერია ამით: 

„პროექტი ‘’ეტალონი’’ ეხება ახლაგაზრდების განვითარებას და არის ძალიან წარმატებული. უკვე ათი წელია მიმდინარეობს ეს შეჯიბრი. სკოლები დაინტერესებულები არიან, რაც შეიძლება მეტი მოსწავლე ჩართონ კონკურსში, მეტი წარმტებული მოსწავლე ჰყავდეთ. უკვე სოფლის სკოლები დიდ კონკურენციას უწევენ ქალაქის სკოლებს. მე მინდა, აღვნიშნო რომ უკვე მეორე წელია სოფლის სკოლა იმარჯვებს შეჯიბრში. ძალიან დიდი კონკურენციაა. ბატონი გოჩა ინახავს ტრადიციებს და მოსახლეობა კი ამით ძალიან ბედნიერია.“ 

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი მანანა ჯღარკავა „Etaloni.ge“-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საზოგადოება „ეტალონის“ სატელევიზიო სივრცეში დაბრუნებას ელის:

„ეტალონი’’ ძალიან სასიკეთო, ძალიან ქართული პროექტია და საზოგადოება ელის მის სატელევიზიო სივრცეში დაბრუნებას. მიუხედავად იმისა, რომ ასე ადგილებზე გასვლა ძალიან კარგია, მაინც ყველას უნდა ტელესივრცეს დაუბრუნდეს ეს პროექტი.“

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე შალვა ჯღარკავას თქმით, „ეტალონმა“ აბაშა გამოაცოცხლა:  

„წელს ეტალონმა აბაშა გამოაცოცხლა, მე ამდენი იმედიანი თვალებისთვის არ მიყურებია. წელიწადში ალბათ სულ რამდენიმე დღეა ასეთი აბაშაში და ერთ-ერთი იყო ეს დღე. ეტალონი ვითარდება და ეს იწვევს ინტერესს. იგი სულ ახალ-ახალ იდეებს სთავაზობს მონაწილეებს. ყველა აქტიურადაა ჩართული მასში. თქვენი ახალი საიტი „Etaloni.ge“ კიდევ უფრო მეტად გაზრდის მოსწავლეების აქტიურობას.“

"აბაშის ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მფლობელი ქეთევან გაბუნია გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.   

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".          

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. 

იხილეთ ვიდეო

აბაშის მუნიციპალიტეტში ''ეტალონის'' შესარჩევი ტური სამაგალითო დონეზე ჩატარდა


















კომენტარები


ეტალონი
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრში რამდენი განაცხადი შევიდა უფროსის პოზიციის დასაკავებლად - ზოგიერთ რესურსცენტრში უფროსობის სურვილი 55-მა კადრმა გამოთქვა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ახალი წესი - პრემიერის დადგენილება ძალაშია
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
პროფესიული განათლების მიმართულებით 2024 წლის პირველი თანამშრომლობითი ვიზიტის მასპინძელი დაწესებულების გამოვლენა დაიწყო 
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები

მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ ისაუბრეს, ნამუშევრები დაამზადეს, ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ამჯერად, გაიმართა შიდა სასკოლო ჩემპიონატის - „ტვინების ბრძოლა“, გაზაფხულის სეზონი, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ
ღონისძიება პედაგოგების - მარინე ირიციანისა და გაიანე ვარდაპეტიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა
საინტერესო
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება