სიახლეები
სკოლები

„ქართული ქართველთ რწმენაა“ - თაბაგრების საჯარო სკოლა ქართული ენისა და ლიტერატურის წრის პროგრამას აქვეყნებს
07-02-2018
-
+


თაბაგრების საჯარო სკოლაში 2017-18 სასწავლო წლის მე-2 სემესტრიდან ფუნქციონირება დაიწყო ქართული ენისა დალიტერატურის წრემ, სახელწოდებით: ,,ქართული ქართველთ რწმენაა“ , წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების გააზრების უნარ-ჩვევები, (წაკითხულის გააზრება) შეძლონ საკუთარი აზრის წერილობით ჩამოყალიბება,(ესეს სახეობები), იმსჯელონ გრამატიკის საკვანძო საკითხების შესახებ. წრეში გაწევრიანდნენ საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები (სულ 13 მოსწავლე) შეხვედრა გაიმართება ყოველ ხუთშაბათს, მეცადინეობის ხანგრძლივობა 1 საათი.

წრის ხელმძღვანელი - ქართული ენისა და ლიტერატურისმასწავლებელითამარ კვანტიძე

იხ.ქართული ენისა და ლიტერატურის წრის სამოქმედო გეგმა

თაბაგრების საჯარო სკოლის საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში

წრის დასახელება: ,,ქართული ქართველთ რწმენაა“
წრის მუშაობის მიზანი: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების შესწავლისა და გააზრების უნარ-ჩვევები,შეძლებენ ტექსტების შესახებ შემოქმედებითი (თავისუფალი) დამოკიდებულებების გამოხატვას,დაეუფლებიან ტექსტის წასაკითხად, დასამუშავებლად და გასაანალიზებლად აუცილებელ სტრატეგიებს, სხვადასხვა ჩამოაყალიბებენ საკუთარ აზრს წერილობით, ყურადღებას გაამახვილებენ ქართული გრამატიკის საკვანძო საკითხებზე, რომლებიც გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმით.

ქართული ენისა და ლიტერატურის წრის პროგრამა

საწრეო მუშაობა წარიმართება მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით,მოსწავლეებთან ყოველი შეხვედრა იქნება სახალისო ღონისძიებებით დატვირთული,შესაბამისად ქართული ენისა და ლიტერატურის წრეზე მუშაობა მოსწავლეებსჩამოუყალიბებს მხატვრული ლიტერატურის გააზრებული კითხვის, მსჯელობისა დაარგუმენტირებული კრიტიკის უნარ-ჩვევებს.მოსწავლეებს საშუალება მიეცემათშეისწავლონ აკადემიური წერის ძირითადი ელემენტები, ნაწერში დაიცვან გრამატიკის,ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის წესები.მოსწავლე შეძლებს სტანდართით გათვალისწინებული შედეგების დაუფლებას:  
ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება: სხვადასხვა სახის ტექსტების მოსმენა და აღქმა; ტექსტის სტრუქტურაში გარკვევა და ტექსტის ნაწილებს შორის კავშირისგააზრება; სხვადასხვა სირთულისა და სხვადასხვა სახის (ლიტერატურული, სამეცნიერო-პოპულარული, პუბლიცისტური, საქმიანი და სხვ.) ტექსტების გამართულად წერაგანსხვავებულ თემებზე; გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის ცოდნა და ამცოდნის შეგნებულად გამოყენება ტექსტის ასაგებად და დასახვეწად.ენის კომუნიკაციური ასპექტების გაგება-გამოყენება:
 საკუთარი კომუნიკაციური ქცევის ადეკვატურად შეფასება და სათანადოდწარმართვა; ტექსტის წასაკითხად, დასამუშავებლად და გასაანალიზებლად აუცილებელიკითხვის სტრატეგიების დაუფლება; სხვადასხვა ხასიათის ზეპირი და წერილობითი ტექსტების საკომუნიკაციომიზნის ამოცნობა და ამ კუთხით ტექსტის ეფექტურობის შეფასება; საკომუნიკაციო მიზნის გათვალისწინებით, ფუნქციური სტილის მართებულადშერჩევა წერის დროს; საკუთარი ნაწერის რედაქტირება და კორექტირება. წაკითხულის გადამოწმება და შეფასება სანდოობის, აქტუალურობის,პოპულარობისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით;

საწრეო მუშაობის გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში2017-18 სასწავლო წლის მე-2ს სემესტრი

თემა მიზანი მუშაობის ფორმა დრო

1. ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მიზნების ფორმირება,წრის მუშაობის გეგმის გაცნობა, სავარაუდო აქტივობებისა და ღონისძიებების ჩამოთვლა. მოსწავლეები გაეცნონ წრის მუშაობის მიზანს და გაიგონ იმ აქტივობების შესახებ,რომელთაც განახორციელებენ სემესტრის განმავლობაში.
მინი ლექცია, დისკუსია თემაზე,,ვსწავლობთ ხალისით“
30.01
2. კითხვის ძირითადი სტრატეგიების გაცნობა
მოსწავლეები გაეცნონ კითხვის ძრითად სტრატეგიებს,იმუშაონ დამოუკიდებლად
სლაიდ შოუს ჩვენება, გარფიკებისა და სქემების მომზადება  01.02
3.  სხვადასხვა სტილის ტექსტების განხილვა,მათ თავისებურებეზე მუშაობა
მოსწავლეები გაეცნობიან,განასხვავებენ სხვადასხვა სტილის (სამეცნიერო,პუბლიცისტური,ინფორმაციული)ტექსტებს, მათ სპეციფიკას
მინი ლექცია,გრაფიკული ჩანაწერების გაკეთება
8.02
4. წაკითხული ტექსტის გააზრება(პრაქტიკული მუშაობა ტექსტზე)
მოსწავლე შეძლებს დამოიკიდებლად იმუშაოს
ინდივიდუალური მუშაობა
15.02
წაკითხული ტექსტის გააზრებაზე
5. ესეს დაგეგმვა მოსწავლე შეძლებს დაგეგმოს ესეს წერის პროცესი:ისწავლის იმ სტრატეგიებს თუ როგორ უნდა მოიქცეს ესეს დაგეგმვამდე
ინფორმაციის შეგროვებისა და ორგანიზების სტრატეგიების გაცნობა
22.02
6. ესეს სტრუქტურის გაცნობა-ესეს სახეობები
მოსწავლე შეძლებს ესეს სტრუქტურის ჩამოყალიბებას
მინი ლექცია 01.03
 7. არგუმენტირებული ესეს წერა
მოსწავლე შეძლებს წერილობით გადმოსცეს საკუთარი აზრი
ინდივიდუალური მუშაობა
08.03
8. კრიტიკული მეგობრის უკუკავშირი
მოსწავლეები დაწერენ ესეს შეუმოწმებენ ერთმანეთს შეფასების რუბრიკის მიხედვით და მისცემენგან მავითარებელ შეფასებას
ინდივიდუალური მუშაობა
15.03
9. ტექსტის განვითარების სტრატეგიები
მოსწავლე შეძლებს აღწეროს და დაახასიათოს ტექსტი
სტრატეგიული გეგმის ჩვენება
22.03
10მსჯელობის განვითარების
მოსწავლე შეძლებს მსჯელობის
თეზისების გაცნობა,29.03
არგუმენტაცია განვითარების სტრატეგიების დაუფლებას, მზა ფორმულების დამახსოვრებას
ჩანაწერების გაკეთება
11ლექსის ანალიზის დაწერა
მოსწავლე შეძლებს ლირიკული ნიმუშის გააზრებას,ავტორის სათქმელის ამოცნობას და მხატვრულ ხერხებზე მუშაობას
ინდივიდუალური მუშაობა
5.04
12კონფერენცია თემაზე:,,ჩვენი ქართული სიტყვა ქარგული“
მოსწავლეები მოამზადებენ მოხსენებებს ქართული ენის დღესთან დაკავშირებით
ჯგუფური 12.04
13აქცია: ,,არა ბარბარიზმებს“
მოსწავლეები მოაწყობენ აქციას ბარბარიზმების გამოყენებასთან დაკავშირებით, დაამზადებენ ბროშურებსა და ბანერებს
ჯგუფური 19.04
14რიცხვითი სახელის მართლწერა
მოსწავლეები შეძლებენ სწორად გამოიყენონ რიცხვით სახელთან დაკავშირებული
ინდივიდუალური მუშაობა სავარჯიშოებზე
26.04
წესები
ნაცვალსახელი და მასთან დაკავშირებული მართლწერის წესები
ქართული ენის წესების პრაქტიკული გამოყენება
მუშაობა ინდივიდუალურად პრაქტიკულ სავარჯიშოებზე
03.05
15პირის ნიშანთა მართლწერა
ზმნის უნიკალური ბუნების შეცნობა
ინდივიდუალური მუშაობა
08.05
16,,გრამატიკა ცხოვრებაში“
ქართული ენის წესების მნიშვნელობის გააზრება ყოველდღიურ ცხოვრებაში
სლაიდ შოუს ჩვენება
15.05
17სტილისტური ხარვეზები ენაში
სტილის რაობის შეცნობა, პრაქტიკული მაგალითებით თეორიის გააზრება
22.05
18ტექსტის რედაქტირება მოსწავლე შეძლებს ნასწავლის პრაქტიკულად განხოციელებას და სავარჯიშოს შესრულებას
ინდივიდუალური 29.05
19ფრაზეოლოგიზმების როლი ქართულ ლიტერატურაში
ქართული ენის მხატვრული ბუნების გაცნობა
მინი ლექცია 03.06
20ვიქტორინა თემაზე,,ვინც უკეთ იცის ენაქართული“
მოტივაციის ამაღლება მოსწავლეებში,ტრანსფერის უნარის განვითარება
ჯგუფური 10.06
21შემაჯამებელი ღონისძება: რა მომცა საწრეო მუშაობამ“
ცოდნის გააქტიურება,ანალიზისა და სინთეზის უნარი.
პრეზენტაცია 12.06

ავტორი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: თამარ კვანტიძე 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
რის მიხედვით შეფასდებიან აბიტურიენტები თითოეულ საგამოცდო საგანში - იხილეთ კრიტერიუმები დეტალურად 
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება