ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ ზენაიშვილი, მუნიციპალიტეტში წლის საუკეთესო სპორტსმენებს შორისაა
06-02-2018
დაკოპირებულია
-
+
სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულის გამოსავლენად, ლანჩხუთში წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ჩატარების ადგილად ლანჩხუთის სპორტული ცენტრი შეირჩა. სპორტის სახეობებში წლის საუკეთესო 7 სპორტსმენი გამოვლინდა.
შედეგების მიხედვით საუკეთესო სპორტსმენი ცურვაში ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ ზენაიშვილი გახდა. სკოლა ულოცავს მარიამს მიღწეულ წარმატებას. გამარჯვებულებიფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.