თელავის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ
05-02-2018
დაკოპირებულია
-
+
ერეკლე II-ის სახელობის, თელავის N1 საჯარო სკოლის მე-4გ კლასის მოსწავლეებმა და კლასის ხელმძღვანელმა, ირინა გიგილაშვილმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
წიგნის პოპულარიზაციის მიზნით მოსწავლეები პედაგოგთან ერთად თელავის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. მათ ბიბლიოთეკის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და ლექსებთან ერთად წაიკითხეს ნაწყვეტები მოთხრობებიდან და ზღაპრებიდან.