გორის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ წარმატების მოწმობები გადაეცათ
05-02-2018
დაკოპირებულია
-
+
გორის N7 საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის ტესტირების წარმატებული მონაწილეები „ეტალონის“ სპეციალური წარმატების მოწმობებით დაჯილდოვდნენ. წარმატების მოწმობები მოსწავლეებმა საზეიმო ვითარებაში მიიღეს. სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს:
„ეტალონის“ სპეციალური წარმატების მოწმობები მოსწავლეებს საზეიმო ვითარებაშიი გადავეცით. ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ.“
შეგახსენებთ, რომ გორში ინტელექტ-ჩემპიონატი 29 იანვარს ჩატარდა. მასში გორის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.