სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოები შეიქმნა
02-02-2018
დაკოპირებულია
-
+
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეებისთვის ქართულ ენასა და მათემატიკაში დამხმარე სახელმძღვანელოები შეიქმნა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დაიბეჭდა 11 დასახელების წიგნი, რომელთაგან ნაწილი განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, ნაწილი კი წარმოადგენს გზამკვლევებს მასწავლებლებისთვის.
შემუშავებული რესურსები ასევე გადაეცემა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებულ მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრებს.