სიახლეები
სიახლეები

„შსს საპატრულო პოლიციის მეშვეობით ახორციელებს უფრო აქტიურ პატრულირებას სკოლების ირგვლივ და ამას თავისი შედეგი აქვს“ - გიორგი გახარია
02-02-2018
-
+

„შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციის მეშვეობით ახორციელებს უფრო აქტიურ პატრულირებას სკოლების ირგვლივ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამას თავისი შედეგი აქვს, მიუხედავად იმ სამწუხარო შემთხვევებისა, რომელიც მაინც ხდება“, - ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლებში განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

მისი თქმით, 5 თებერვალს გაიმართება უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის სხდომა, სადაც წარდგენილი იქნება კონკრეტული რეფორმები, საკანონმდებლო ცვლილებები მანდატურის სამსახურის ეფექტურობის გაზრდისა და რეფერირების სისტემის დახვეწის მიმართულებით:
 
„შინაგან საქმეთა სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს იმ გეგმას, რაზეც დაპირება გასცა წინა სამწუხარო შემთხვევის დროს. შემიძლია დაგპატიჟოთ 5 თებერვალს უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, სადაც წარდგენილი იქნება კონკრეტული რეფორმები, საკანონმდებლო ცვლილებები მანდატურის სამსახურის ეფექტურობის გაზრდისა და რეფერირების სისტემის დახვეწის მიმართულებით. ეს არის ის ჩარჩო, რომელმაც ხარისხობრივად უნდა შეცავლოს პრევენცია არასრულწლოვანთა დანაშაულის ნაწილში. ხოლო კონკრეტულად დღეს რასაც აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ის, რომ საპატრულო პოლიციის მეშვეობით ახორციელებს უფრო აქტიურ პატრულირებას სკოლების ირგვლივ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამას თავისი შედეგი აქვს, მიუხედავად იმ სამწუხარო შემთხვევებისა, რომელიც მაინც ხდება”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო

საზოგადოება