სიახლეები
ეტალონი

''ეტალონი'' ცოდნის ზეიმია'' - ინტელექტ-შეჯიბრმა ''ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე'' გამოავლინა
21-10-2016
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" გრძელდება. 
  



ამჯერად, „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.     

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი რუხის საჯარო სკოლაში ჩატარდა. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.

ღონისძიებას ზუგდიდის ხელმძღვანელობა, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული.

„ეტალონი მოსწავლის" ტიტულს დარჩელის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე დავით ყალიჩავა დაეუფლა.

ღონისძიების შესახებ „Etaloni.ge”-ს პირველი შთაბეჭდილებები სწორედ გამარჯვებულმა დავითმა გაუზიარა:

‘’არ გამჭირვებია გამარჯვება. გამიმარტივდა კითხვებზე პასუხის გაცემა. ‘’ეტალონი’’ არის არაჩვეულბრივი პროექტი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თუნდაც სულ პატარა წვლილიც შეიტანა ამ პროექტის შექმნაში.’’  

კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ  საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მაია ჩიტაიას თქმით, ‘’ეტალონი’’ ნამდვილი ზეიმი იყო:

„ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კონკურსმა. ეს არ არის ის, რაც ხშირად ხდება ჩვენს ქალაქში, ეს არის ნადვილად ზეიმი, რომელმაც წარმოაჩინა განათლებული ბავშვები. პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ბავშვები ყოველთვის მზად არიან მონაწილეობა მიიღონ კონკურსში და თავი ისახელონ.“ 

გამგებლის მოადგილე და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა წოწერია აღნიშნავს, რომ შეჯიბრი ნადვილად კარგად ორგანიზებული იყო და ობიექტურად ჩატარდა: 

’’შეჯიბი ნამდვილად კარგად ორგანიზებული და ობიექტური იყო. დარბაზში ყველა კმაყოფილი დარჩა. რაც შეეხება გამარჯვებულს, დავითი გამორჩეული მოსწავლეა და ეს დაამტკიცა კიდეც თავისი გამარჯვებით. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ეს არის ახალგაზრებისთვის სტიმულის მიმცემი და ამავე დროს მოტივატორი.’’

"ზუგდიდის ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მფლობელი დაჩი ჯიქია გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.   

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".          

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. 


























კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება