სიახლეები
ინტერვიუ

დავით ლორთქიფანიძე: „ბავშვები ხშირად სტუმრობენ ეროვნულ მუზეუმს, მათთვის გვაქვს სპეციალური პროგრამებიც“
29-01-2018
-
+


მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ  აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი. ცოტა ხნის წინ კი საქართველო ღვინის სამშობლოდ დასახელდა. ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ საქართველოში უძველესი ღვინის კვალი რვა ათასი წლის არის.

დავით ლორთქიფანიძემ Etaloni.ge-სთან საუბრის დროს, მუზეუმში მოსწავლეების სტუმრობაზეც გაამახვილა ყურადღება.

- ბატონო დავით, საქართველო ცოტა ხნის წინ ღვინის სამშობლოდ დასახელდა. მოგვიყევით ამის შესახებ.

- ალბათ ყველა ქართველს შინაგანად  გვჯეროდა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, მაგრამ ეს იყო სამეცნიერო ფაქტები და არა  საერთაშორისო აღიარება. სამეცნიერო კვლევების შედეგი, რომელიც რამდენიმე წელი მიმდინარეობდა,  ერთ-ერთ  ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა და ამის შემდეგ სამეცნიერო საზოგადოებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. საქართველოში უძველესი ღვინის კვალი რვა ათასი წლის არის.

- რა სიხშირით სტუმრობენ ეროვნულ მუზეუმს სკოლის მოსწავლეები, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან?

- ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები ხშირად სტუმრობენ მუზეუმს. ჩვენ  გვაქვს სპეციალური პროგრამები და წრეები, რომლებისთვისაც ბავშვები სხვადასხვა დროს მოდიან. ასევე გვაქვს პროგრამა მასწავლებლებისთვის.

- რას გულისხმობს მასწავლებლების პროგრამა?

- ეს არის პროგრამები, რომელიც დაკავშირებულია როგორც ხელოვნებასთან, ასევე მეცნიერებასთან. ჩვენი ფუნქციაა, რომ მათ მეცნიერების შესახებ თანამედროვე მონაცემების მასალა მივაწოდოთ.  ვცდილობთ, რომ სამუზეუმო პედაგოგიკა, რომელიც  ძალიან განვითარებულია, საქართველოც მაქსიმალურად იყოს ამ პროცესებში ჩართული.

- რა სიახლეს სთავაზობთ 2018 წლიდან მოსულ დამთვალიერებლებს?

- პირველი სიახლე ეს იქნება მიქელანჯელოს გამოფენა. 2 თებერვლიდან მიქელანჯელოს გრაფიკული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, იტალიის საელჩოსთან ერთად დაგეგმილი გვაქვს  რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოფენა.

- რამდენად ხშირად სტუმრობენ  მუზეუმს ტურისტები და რა არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

- ტურისტების რაოდენობა საქართველოში მკვეთრად გაიზარდა და შესაბამისად ეს აისახა მუზეუმზეც. ყველა ტურისტი, რომელიც ხვდება მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოდის ჩვენთან. ძირითადად ყველას აინტერესებს კოლხეთის თემა, ფიროსმანი და ა.შ

- ეროვნულ მუზეუმში მრავალი კოლექციაა თავმოყრილი. უახლოეს მომავალში იგეგმება თუ არა კოლექციის განახლება?

- კოლექციების განახლება ხდება ორი გზით. ერთი - ეს არის მეცნიერული კვლევების შედეგად დადებული მასალა. ასევე მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები, რომლის შემდეგადაც ეს კოლექციები  მოდის მუზეუმში. მეორე - ეს არის თანამედროვე შენაძენები და საჩუქრები. ჩვენ ვიღებთ  თანამედროვე მხატვრების საჩუქრებს. ახლა ნელ-ნელა დავიწყეთ შეძენაც.

- რა არის ეროვნული მუზეუმის სამომავლო ღონისძიებები?

- საგამოფენო ნაწილში  ერთი ნაწილი არის შედევრების. 2018 წელს იქნება ახალი საგამოფენო დარბაზი, რომელიც წარმოადგენს მთლიანად კავკასიის ბიომრავალფეროვნებას. წელსვე გაიხსნება  ახალი მუზეუმი ბოლნისში.  ასევე დაიწყება ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაცია.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოსწავლეებმა მკითხველებს ასეთი მეგობრული რჩევა დაუტოვეს - „წაიკითხეთ წიგნები, უკეთესად იქნებით“
გარდა ამისა, მათ ფლეშმობიც მოაწყვეს. მოსწავლეები აქტივობებში უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება