სიახლეები
სიახლეები

შეუძლია თუ არა სკოლის დირექციას „აბიტურის საათების“ თვითნებურად გაუქმება
16-03-2018
-
+


2010-2011 სასწავლო წელს საატესტატო გამოცდების შემოღებასთან დაკავშირებით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მე-12 კლასისთვის განკუთვნილ საათობრივ ბადეში  ე.წ. „აბიტურის საათები“ გამოიყო. 

ვისი მოთხოვნის საფუძველზე ხდება სასკოლო სასწავლო გეგმაში „აბიტურის საათების“ ჩასმა? - ამ და სხვა კითხვებით Etaloni.ge განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა. 

„აბიტურის საათი“ ეროვნული სასწავლო გეგმითაა გათვალისწინებული და იგი განვლილი მასალის გამეორებას ეთმობა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შეიმუშაოს საკუთარი სასკოლო სასწავლო გეგმა ყოველი ახალი სასწავლო წლისათვის. მოსწავლეების მოთხოვნის საფუძველზე სწორედ წლის დასაწყისში უნდა გადაწყდეს ჩატარდება თუ არა „აბიტურის საათები“. თუ მოსწავლეების მხრიდან მოთხოვნა არსებობს და დირექცია არ ჩასვამს „აბიტურის საათებს“ სასკოლო გეგმაში, ეს უკვე დარღვევაა. „აბიტურის საათი“ ცხრილში ისმევა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოცემულ საგანზე ერთი ბავშვია,“ - აღნიშნავენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. 

შეუძლია თუ არა დირექციას მეორე სემესტრიდან თვითნებურად გააუქმოს „აბიტურის საათები“?

„თუ სკოლამ სასწავლო გეგმაში ორივე სემესტრში ჩასვა „აბიტურის საათები“, მაშინ მისი მეორე სემესტრში გაუქმება დარღვევაა. დირექციას აღნიშნული გაკვეთილების თვითნებურად მოხსნის უფლება არა აქვს.“ 

ვინ იღებს გადაწყვეტილებას თუ რომელ საგნებში ჩატარდება „აბიტურის საათები“?

„სკოლა მოსწავლეებთან შეთანხმებით წყვეტს, თუ რომელ საგნებში ჩატარდება „აბიტურის საათები“. ზოგადად, „აბიტურის საათები“ ყველა იმ საგნისთვის არის გათვალისწინებული, რომელშიც ტარდება საატესტატო გამოცდა. ეს საგნებია: ქართული ენა და ლიტერატურა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის - ქართული, როგორც მეორე ენა); მათემატიკა; უცხოური ენა; საქართველოს და მსოფლიო ისტორია; გეოგრაფია; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია.“

„აბიტურის საათები“ საშუალებას აძლევს მოსწავლეებს მასალა, რომელზე დაფუძნებული ტესტური დავალებითაც მოუწევთ გამოცდების ჩაბარება, კიდევ ერთხელ გაიმეორონ და უკეთესად მოემზადონ საატესტატო გამოცდებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ „აბიტურის საათებში“ მოსწავლე არ იღებს ნიშნებს. 

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება