სიახლეები
ეტალონი

''ეტალონი'' უდავოდ მნიშვნელოვანი პროექტია'' - ''ქალაქ ზუგდიდის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა
20-10-2016
-
+


სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" გრძელდება.
 
ამჯერად, „ქალაქ ზუგდიდის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.   

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა.

ზუგდიდის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.

ღონისძიებას ზუგდიდის ხელმძღვანელობა, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული.

„ეტალონი მოსწავლის" ტიტულს ქალაქ ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის  მოსწავლე დაჩი ჯიქია დაეუფლა.

ღონისძიების შესახებ „Etaloni.ge”-ს პირველი შთაბეჭდილებები სწორედ გამარჯვებულმა დაჩიმ გაუზიარა:

„მაღალი კონკურენცია იყო და ყველაფერი თანაბარ პირობებში ჩატარდა. ცოტა არ იყოს გამარჯვება მოულოდნელი და ამავდროულად ძალიან სასიხარულო იყო.  ჩემი აზრით, ‘’ეტალონი’’ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რაგდან მოსწავლეებს აძლევს კარგ შესაძლებლობას აჩვენონ თავიანთი ნიჭი და ზოგადი განათლება.“ 
 
მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ზამირა ღადუა აღნიშნავს, რომ ''ეტალონის'' შეჯიბრი ნამდვილი ცოდნის ზეიმი იყო:

''მე ვარ არ პროექტის გულშემატკივარი. იგი ხელს უწყობს მოსწავლეებს ცოდნის მიღებაში. მე ვთვლი, რომ ეს იყო ნამდვილი ცოდნის ზეიმი. ოვაცია, განცდა, ემოცია - ეს იყო საოცრება. ღონისძიებამ არაჩვეულებრივად ჩაიარა. პროექტი სტიმულს აძლევს ახალგაზრდებს. ეს ყველაფერი არის საუკეთესო დღევანდელი სკოლის მოსწავლისთვის. მინდა წარმატებები ვუსურვო ამ შეჯიბრს. მე ასე ვთვლი, რომ ''ეტალონი" ჩვენი ოჯახის წევრია. ბევრი ახალგაზრდის გული გაეხარებინოს ამ შეჯიბრს მომავალშიც.''

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის ნინო გოგინავას თქმით, ‘’ეტალონი’’ არის სწორად მიგნებული და შერჩეული პროექტი:

„უდავოდ ემოციური და მაღალო განწყობით ვიყავით ყველა მთელი შეჯიბრის განმავლობაში. მოსწავლეების სწავლის დონე მიღებული ქულებიდან გამომდინარე, არის საკმაოდ მაღალი, რაც ძალიან კარგია. ამას ძალიან დადებითად შეხვდა საზოგადოება. თავად გამარჯვებული დაჩი არის არაჩვეულებრივი ადამიანი, კარგი მოსწავლე, ფიქოლოგიურად და ემოციურად გაწონასწორებული. მრავალმხივ განვითარებული. ვფიქრობ, სკოლა, ქალაქი და ქვეყანა იამაყებს მისით. ის თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის. პროექტი უდავოდ მნიშვნელოვანია. ინტელექტ-შეჯიბრი არის მოსწავლეების მოტივატორი. ეს არის სწორად შერჩეული და მიგნებული პროექტი.“

"ქალაქ ზუგდიდის ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მფლობელი დაჩი ჯიქია გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".
      
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო


























კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება