სიახლეები
საინტერესო

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში უჩინარი კაცი დადის - არეულობა შეაქვს და ტკბილეულობა გამოაქვს
22-01-2018
-
+


გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში უჩინარი კაცი დადის, სახლებში შედის, არეულობა შეაქვს და ტკბილეულობა გამოაქვს. „უჩინმაჩინი“ უკვე ბევრ ოჯახს „ესტუმრა“, თუმცა დანამდვილებით არავინ იცის როგორია. როგორც მოსახლეობა ამბობს, ცხენით დადის. დაუპატიჟებელი სტუმარი წესრიგს ებრძვის - კარადების უჯრებს აღებს, ნივთებს გადაადგილებს, რაიმეს ხელს გააყოლებს და მიდის.

უჩინარი კაცი ზეღდულეთის საჯარო სკოლის დირექტორის, გოდერძი ნასყიდაშვილის ოჯახშიც იყო. ბატონი გოდერძი ქვემო ახალსოფელში ცხოვრობს. როგორც ის Etaloni.ge-სთან საუბრისას იხსენებს, „სტუმარმა“ ერთ-ერთ ოთახში შუქი აანთო, ჩვეულებისამებრ, ნივთები გადაადგილა, კომპიუტერის დამტენი წაიღო და წავიდა.

„იმ ოთახში შევიდა, სადაც არავის არ გვძინავს. შუქი აანთო, კარადის კარები გააღო, ყველაფერი გამოალაგა და ძირს დაყარა. მხოლოდ კომპიუტერის დამტენი წაიღო. ჯიბეში ფული მქონდა, რძალს ოქრო ედო ჩანთაში. არაფერი არ წაუღია. უბრალოდ ჩანთა გახსნა, ოქრო ამოალაგა და დადო. ეზოში მდგარი ღია მანქანის კარიც გააღო, დაკეტილისთვის ხელი არ უხლია. მანქანიდან რაღაცები გამოყარა და ასე დატოვა. სხვა ოჯახებმა თქვეს, რომ მათგან ტკბილეული წაიღო, ჩემს ოჯახში ტკბილეულისთვის ხელი არ უხლია.“

დაუპატიჟებელი სტუმარი ბატონ გოდერძისთან 17 იანვარს ღამის საათებში იყო. მისი თქმით, მისგან მიმავალი უჩინარი კაცი, ერთ-ერთმა მეზობელმა ნახა გზად მიმავალი.

„ჩემგან რომ წავიდა, ჩემმა მეზობელმა ალიკამ ნახა. პირისპირ შეეჩეხა 2-3 მეტრში, მიანათა ბატარეა, დაინახა, რომ ადამიანის სახე ჰქონდა. სამხედრო შარვალი და ფეხსაცმელი ეცვა. ხელში პარკი და ჯოხი ეჭირაო. ძაღლი ყეფდა და რეაქცია არ ჰქონია, გაუარა, წავიდა და დაიკარგაო. სახეზე კარგად ვერ შევხედე, რადგან ბატარეას პატარა შუქი ჰქონდაო.“

როგორც ზეღდულეთის საჯარო სკოლის დირექტორი აღნიშნავს, უჩინარი კაცი ძალიან ბევრ სახლში იყო. ოჯახებს ღამის საათებში „სტუმრობს“, მაშინ, როდესაც ყველას სძინავს. მხოლოდ დილით იგებენ ამ სტუმრობის შესახებ. უჩინარმა კაცმა სოფლები - ზემო და ქვემო სობისი, ზეღდულეთი უკვე მოიარა და ახლა ქვემო ახალსოფელში დადის.

„ჩვენი სკოლის ქიმიის მასწავლებლის სახლშიც იყო, არაფერს ახლო ხელი, უბრალოდ ტკბილეული გადმოალაგა და გასინჯა. ჩვენი სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი მიყვებოდა, ჩემთან რომ იყო მოსული, მას შემდგემ მის მეზობელთან ყოფილა და მანქანის ნაწილი წაუღია.  დარაჯის ოჯახშიც იყო შესული. მის მუეღლეს სადაც ეძინა იმ ოთახში შევიდა, ყველაფერი გადმოალაგა და ასევე დატოვა. მხოლოდ ეზოდან წამოიღო კიბე და ამ კიბით სხვა ოჯახის ეზოში გადავიდა. ამ ოჯახმა რომ გაიგო, გარეთ გამოვიდნენ, ეს კაცი გადმოხტა და გაიქცა, კიბე კი დარჩა იქ. რამდენიმე დღე ეს კიბე პოლიციაში იდო.“

ბატონი გოდერძი კიდევ ერთ უცნაურ გარემოებაზე საუბრობს. მისი თქმით, უჩინარი კაცი ბავშვებთან არ კონტაქტობს და არც მათ ოთახებში არ შედის:

„უფრო დიდებთან დადის. ჩემს მოსწავლეებთან კონტაქტი არ ჰქონია.“


კომენტარები


ეტალონი
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრში რამდენი განაცხადი შევიდა უფროსის პოზიციის დასაკავებლად - ზოგიერთ რესურსცენტრში უფროსობის სურვილი 55-მა კადრმა გამოთქვა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ახალი წესი - პრემიერის დადგენილება ძალაშია
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
პროფესიული განათლების მიმართულებით 2024 წლის პირველი თანამშრომლობითი ვიზიტის მასპინძელი დაწესებულების გამოვლენა დაიწყო 
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები

მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ ისაუბრეს, ნამუშევრები დაამზადეს, ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ამჯერად, გაიმართა შიდა სასკოლო ჩემპიონატის - „ტვინების ბრძოლა“, გაზაფხულის სეზონი, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ
ღონისძიება პედაგოგების - მარინე ირიციანისა და გაიანე ვარდაპეტიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა
საინტერესო
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება