როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი, რომელსაც სურს შეუფასდეს სამოდელო გაკვეთილი ან გაკვეთილი, რომელზეც დაკვირვებას მასწავლებლის შეფასების ჯგუფი ახორციელებს
19-01-2018
დაკოპირებულია
-
+
როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, აღნიშნული აქტივობების განსახორციელებულ პროცედურებს ადგენს სკოლა, სკოლის შიგნით არის გადასაწყვეტი რა ფორმით და რა ვადაში უნდა მიმართოს მასწავლებელმა შეფასების ჯგუფს და რა ვადაში უნდა აიტვირთოს გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია.
მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ აღნიშნული აქტივობები უნდა განახორციელოს „მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების დამტკიცების შესახებ“ სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 28 თებერვლის N39 ბრძანების შესაბამისად.