საინტერესო

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას
18-01-2018
-
+


ეს წერილი  ანტუან დე სანტ ეგზიუპერს დედასთვის  1922 წელს  გაუგზავნია. იმ დროს  ახალგაზრდა სამხედრო მფრინავი და მომავალი მწერალი სახლიდან შორს მსახურობდა.

დედა!

მე გადავიკითხე თქვენი გუშინდელი წერილი, რომელიც სინაზით იყო აღსავსე. დედა,  როგორ მინდა ახლა თქვენ გვერდით ყოფნა. როგორ მინდა იცოდეთ თუ როგორ ვსწავლობ ყოველდღე მიყვარდეთ უფრო ძლიერ.  ბოლო დღეებში თქვენთვის არ მომიწერია. ჩვენ ახლა ბევრი სამუშაო გვაქვს! საღამო ისეთი წყნარი და მშვიდია, მე კი მოწყენილი ვარ, არც  კი ვიცი რატომ. ავორში სტაჟირება რაღაც უსაშველოდ გაიწელა. ძალიან მჭირდება გამაჯანსაღებელი დასვენება  სენ-მორისში და შენი გვერდით ყოფნა.

ძალიან უბედური ვარ, როცა ვიხსენებ, რომ ოდესღაც თქვენი ცრემლების მიზეზი მე ვიყავი. რას აკეთებ დედა? ისევ თუ ხატავ? მიპასუხეთ. თქვენი წერილები მეხმარება ვიცოცხლო.  ისინი სიმხნევეს მმატებენ. დედა, საიდან მოგაქვთ ასეთი არაჩვეულებრივი სიტყვები. მთელი დღე მათი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.

ახლაც ისე ძალიან მჭირდებით, როგორც ბავშვობაში. ზემდეგი, სამხედრო დისციპლინა, ტაქტიკის გაკვეთილები — ღმერთო, რა უაზრო და გამოფიტულია ეს ყველაფერი! თვალწინ მიდგას, როგორ ალაგებ  ყვავილებს მისაღებ ოთახში და მძულს ყველა ზემდეგი.

მე გაიძულეთ თქვენდამი ჩემს მომიწებაში ეჭვი შეგეტანათ. მაგრამ,რომ იცოდეთ ახლა ამის შესახებ. შენ ხარ საუკეთესო, რაც და ვინც  გამაჩნია ცხოვრებაში. სევდისგან მეტირება, როგორც პატარა ბიჭს.წარმოიდგინე – თქვენ იქ დადიხართ და საუბრობთ, ჩვენ კი ერთად ყოფნა შეგვეძლო, მაგრამ მე თქვენს სითბოს მოკლებული ვარ და არც თქვენი თანადგომა შემიძლია.

მართალია, ამ საღამოს ჩემი სევდა ცრემლიანია და ისიც მართალია, რომ თქვენ ხართ ერთადერთი მალამო ჩემი სევდისთვის. როცა ბავშვობაში, პატარა დასჯილი ბიჭი მძიმე, ტვირთმოკიდებული ტირილით ვბრუნდებოდი სახლში, საკმარისი იყო თქვენი ერთი კოცნა და ყველაფერი მავიწყდებოდა. თქვენ ჩემთვის ყოვლისშემძლე მფარველი იყავით, მასწავლებლებთან და აღმზრდელ მონაზონებთან. თქვენ სახლში უსაფრთხოდ ვიყავი და თქვენ  გარდა არავინ იყო ჩემთან.  ეს ყოველივე არაჩვეულებრივი იყო.

ახლაც ისევეა, მხოლოდ თქვენთან შემიძლია სიმშვიდის პოვნა, მხოლოდ თქვენ იცით ყველაფერი დედამიწაზე, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ დამავიწყოთ ყველაფერი და ნებსით თუ უნებლიეთ ისევ მაგრძნობინოთ თავი პატარა ბიჭად.

შეხვედრამდე დედა, სამუშაო თავზე საყრელად მაქვს. აქაც, ისევე როგორც სან-მორისში ყიყინებენ ბაყაყები, მაგრამ აქ მათი ყიყინი უფრო აუტანელია! ხვალ 50 კილომეტრით თქვენკენ გამოვფრინდები, სან-მორისის მხარეს, რათა წარმოვიდგინო, რომ სახლში მოვემგზავრები.

გკოცნით ნაზად.

თქვენი დიდი ვაჟი ანტუანი.
 



კომენტარები


სიახლეები
მოზარდს დაზიანება ბასრი საგნით ხელის არეში აქვს მიყენებული
გოგონას მუცლის ზედაპირიდან პნევმატური იარაღის, ე.წ. კისტის თოფის ტყვია ამოუღეს
ძიძა, რომელიც ტყუპ და-ძმას სისტემატურად სცემდა, მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია, -ინფორმაციას შსს ავრცელებს
ცოტა ხნის წინ ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
სკოლები
პროექტს III-IV კლასის მასწავლებლები ნონა ბერიძე და ნინო შკუბულიანი ხელმძღვანელობდნენ
მხატვრულად წერის კონკურსში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
მონაწილეობა ორმა მოსწავლემ მიიღო
მოსწავლეებმა სამშობლოსა და ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს


საინტერესო
მოზარდს დაზიანება ბასრი საგნით ხელის არეში აქვს მიყენებული
გოგონას მუცლის ზედაპირიდან პნევმატური იარაღის, ე.წ. კისტის თოფის ტყვია ამოუღეს
ძიძა, რომელიც ტყუპ და-ძმას სისტემატურად სცემდა, მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია, -ინფორმაციას შსს ავრცელებს
კალიფორნიის ქალაქ ლივერმორის სახანძრო ბრიგადში ოთხვატიანი ელექტრო ნათურა 1901 
ეტალონი
„ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი ახლოვდება