''ეტალონი'' დღეს ''ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელს გამოავლენს
20-10-2016
დაკოპირებულია
-
+
ეტალონი მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე" გამოვლინდება.
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სტუმრობს.
რუხის საჯარო სკოლაში, ამ წუთებში, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ინტელექტ-შეჯიბრში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.
ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.
დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭება და ის გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა