სიახლეები
სიახლეები

როდის მიენიჭებათ სპეციალურ მასწავლებლებს მასწავლებლის სტატუსი
17-01-2018
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სპეციალური მასწავლებლებისთვის მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ მსჯელობა დაიწყო. დეკემბერში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი შეხვდა საინიციატივო ჯგუფს, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ სპეციალური მასწავლებლები, სპეციალურ მასწავლებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი და მშობელი.

შეხვედრაზე სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების საკითხზე ისაუბრეს. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, სამინისტროს უპირველესი ამოცანაა სპეციალური მასწავლებლების დაფასება და ამ პროფესიის განვითარება.

როდის მიენიჭებათ სპეციალურ მასწავლებლებს მასწავლებლის სტატუსი და როდიდან შეძლებენ ისინი მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვას? - ამ კითხვით Etaloni.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოსს მიმართა. როგორც სამმართველოს უფროსმა ეკატერინე დგებუაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია და 2018 წლის ბოლოს შედეგიც იქნება:

„ამ საკითხზე ვმუშაობთ და მალე იმ მოდელის პრეზენტაციას გავაკეთებთ, თუ როგორ დაიგეგმება სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარება. როგორც მოგეხსენებათ, ამას მთელი რიგი ცვლილებები სჭირდება. 2018 წელს იქნება შესაბამისი სიახლეები და წლის ბოლოს შედეგიც უნდა გვქონდეს,“ - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი დოკუმენტის თანახმად
150-300-ლარიანი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - რა შემთხვევაში გაიცემა თითო არასრულწლოვანზე 20-ლარიანი სუბსიდია
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოწაფეებმა დაასახელეს საყვარელი ავტორები და ნაწარმოებები, წაიკითხეს მონაკვეთები შერჩეული ნაწარმოებებიდან, იმსჯელეს და გამოიტანეს დასკვნები
​დაუზარელმა მოსწავლეებმა მე-7 კლასიდან დარგეს რამდენიმე ხე და დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია
წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ
განსაკუთრებულად აღინიშნა დედამიწის დღე, ღონისძიებით - „დედამიწა ცოცხალი არსებაა, მუდამ სჭირდება მოფრთხილება“
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება