სიახლეები
სიახლეები

საატესტატო გამოცდაზე ყოველი სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, მიუვა თუ არა მოსწავლეს, წინანდელზე უფრო რთული დავალება?
17-01-2018
-
+


მიუვა თუ არა, მოსწავლეს საატესტატო გამოცდაზე ყოველი სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში წინანდელზე უფრო რთული დავალება? 

„CAT-ის პროგრამის მუშაობის პრინციპია, რომ ყოველ ეტაპზე მოსწავლეს შეურჩიოს ისეთი დავალება, რომელზე პასუხიც მაქსიმალურ ინფორმაციას მოგვცემს მისი უნარის შესახებ. ამ „მაქსიმალურად ინფორმატიული“ დავალების შერჩევისას პროგრამა ითვალისწინებს რამდენიმე პარამეტრს, მათ შორის მოსწავლის უნარის მიმდინარე შეფასებას, დავალების სირთულეს და დავალების დისკრიმინაციას. დისკრიმინაციის პარამეტრი გვიჩვენებს, თუ რამდენად კარგად ასხვავებს დავალება მიმდინარე შეფასებაზე მაღალი და მასზე დაბალი უნარის მქონე მოსწავლეებს ერთმანეთისგან. ხანდახან ხდება ხოლმე, რომ მოსწავლეს უმჯობესია მიეცეს ისეთი დავალება, რომელიც მიმდინარე შეფასებასთან შედარებით უფრო რთული ან უფრო მარტივია, მაგრამ მაღალი დისკრიმინაციიდან გამომდინარე შეფასებას მისი შესაბამისი სირთულის დავალებებზე უკეთესად აზუსტებს. ამიტომ, შეიძლება მოსწავლეს სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში უფრო რთული დავალება არ მიუვიდეს, თუმცა, ეს მხოლოდ იშვიათად ხდება და საზოგადოდ, შეფასების ზრდასთან ერთად მიღებული დავალებების სირთულის ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება,“  -  აღნიშნავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. 

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
„ჩემს მოსწავლეებს მოვუყვები რა გზა გაიარა გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრების გმირობამდე...“
პიროვნება
ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება