საინტერესო

ოთარ მეღვინეთუხუცესს დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა
16-01-2018
-
+


ქართველ მსახიობსა და დამსახურებულ არტისტს ოთარ მეღვინეთუხუცესს დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა. 16 იანვარი მისი დაბადების დღეა.

ოთარ მეღვინეთუხუცეს მაყურებლის სიყვარული და აღიარება არ აკლდა. მას როლებიც  ყოველთვის შესაფერისი ჰქონდა. ხშირად აღნიშნავდნენ, რომ მსახიობი სერიოზული და სევდიანი იყო, მაგრამ საუბრის პროცესში მისი გულწრფელობა გაოცებას იწვევდა.

კინოსა და თეატრში შესრულებული რამდენიმე ათეული როლისათვის მას მიღებული აქვს რუსთაველის სახელობისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიები. 1979 წელს ოთარ მეღვინეთუხუცესს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება. მსახიობი ასევე იყო არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. ოთარ მეღვინეთუხუცესი გამოირჩეოდა აქტიური სამოქალაქო პოზიციითაც. არტისტს საერთო სახალხო სიყვარული და საერთაშორისო მასშტაბის აღიარება  ფილმმა  "დათა თუთაშხიამ"  მოუტანა.

ოთარ მეღვინეთუხუცესი 2013 წლის 9 მაისს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად 81 წლის ასაკში გარდაიცავალა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით,  მსახიობი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.



კომენტარები


სიახლეები
ცნობილია, თუ რომელ არჩევით საგნებს მიანიჭეს წელს უპირატესობა აბიტურიენტებმა
პოლკოვნიკმა ეროვნული გვარდიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების შესახებ ისაუბრა
სკოლები
მოსწავლეებმა მასწავლებლებს დიდი ყურადღებისთვის ლექსებით მადლობა გადაუხადეს
სკოლის აღსაზრდელებმა ქართული ანბანის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
ბოლო ზარი სწორედ ლიტერატურული კონკურსით აღინიშნა
ქობულეთის N6 საჯარო სკოლა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
საინტერესო
გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე საინტერესო მუზეუმების სიას
ეტალონი
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარეობს
დღეს „ნაძალადევის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება
ინტელექტ-ჩემპიონატში გლდანიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ
„სამგორის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლე
ინტელექტ-ჩემპიონატში ნაძალადევიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ