სიახლეები
სიახლეები

რამდენი ლარით იზრდება მასწავლებელთა სახელფასო დანამატები
15-01-2018
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 2017 წლის ბოლოს, მასწავლებელთა სახელფასო დანამატების ზრდის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, დანამატების ზრდა მხოლოდ 2 კატეგორიის - წამყვანი და მენტორი სტატუსის მქონე მასწავლებლებს შეეხება.

Etaloni.ge დაინტერესდა რამდენი ლარით გაიზრდება ზემოაღნიშნული სტატუსის მქონე მასწავლებლების დანამატი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, წამყვანი მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში, ნაცვლად 500 ლარისა განისაზღვრება 700 ლარით, ხოლო მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი ნაცვლად 700 ლარისა განისაღვრება 1000 ლარით.

რაც შეეხება საბაზო ხელფასს, ამ ეტაპზე მისი ზრდა დაგეგმილი არ არის.

კომენტარები


სიახლეები
თარგმანზე ანასტასია ყამარაულმა იმუშავა 
უფასოდ იმგზავრებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების პედაგოგები
სკოლები
ჩოხატაურის ჩაისუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ნიჭს სხვადასხვა მიმართულებით ამჟღავნებენ
საინტერესო
იაპონიის სკოლებს ახალი წევრები, ინგლისურად მოლაპარაკე რობოტები შეუერთდებიან
დღეს ოთხშაბათია! - Etaloni.ge ყოველ ოთხშაბათს საინტერესო და სახალისო რუბრიკას
სასექტემბრო მზადება უკვე აქტიურ ფაზაში შედის და
ეტალონი
სიახლეები