სიახლეები
ეტალონი

''გახდე ''ეტალონის'' გამარჯვებული დიდი ბედნიერებაა'' - ''ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა
19-10-2016
-
+


სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" გრძელდება.  

ამჯერად, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.  

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ურეკის კულტურის სახლში ჩატარდა. „ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფი ურეკის კულტურის სახლს მადლობას უხდის გაწეული მხარდაჭერისთვის. 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.

ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული.

რეიტინგში მე-9 ადგილზე გავიდა მერიის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნინო ბურჭულაძე(60 ქულა).

მე-8 ადგილზე გავიდა ცხემლისხიდის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ილია ჩავლეშვილი(62 ქულა).

მე-7 ადგილზე გავიდა ლაითურის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ანი თუთისანი(63 ქულა).

მე-6 ადგილზე გავიდა ნარუჯის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლაშა კახაძე(64 ქულა).

მე-5 ადგილზე გავიდა სილაურის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ზური ლეჟავა(66 ქულა).

მე-4 ადგილზე გავიდა ურეკის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მელორ გოგიტიძე(68 ქულა).

მე-3 ადგილზე გავიდა ძიმითის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ზურაბ ჩხაიძე(69 ქულა).

მე-2 ადგილზე გავიდა კონჭათის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე თომა დანელია(71 ქულა).

„ეტალონი მოსწავლის" ტიტულს მთისპირის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ნინო სარიშვილი დაეუფლა.

ღონისძიების შესახებ „Etaloni.ge”-ს პირველი შთაბეჭდილებები სწორედ გამარჯვებულმა ნინომ გაუზიარა:

„ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. ‘’ეტალონი’’ ამართლებს თავის მიზანს. აღფრთოვანებული ვარ. ეს იყო ნამდვილი ცოდნის ზეიმი. ძალიან დიდი მადლობა ამ პროექტის მესვეურებს. ეს არის უდიდესი სტიმული ბავშვებისთვის. ეს არის ცოდნის აფიშირების კონკურსი, მოსწავლეებისთვის სტიმულის მიმცემი. “

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელის მერაბ ჭანუყვაძის თქმით, ინტელექტ-შეჯიბრი ბავშვების განათლების კუთხით განვითარებას უწყობს ხელს:

„ყველაფერი კარგად ორგანიზებული იყო. ჩვენ მხარდამჭერები ვართ ამ პროექტის და გავაგრძელებთ თანამშრომლობას. რაც შეეხება გამარჯვებულს, ნინო ძალიან ნიჭიერი მოსწავლეა და ეს დაამტკიცა კიდეც თავისი გამარჯვებით. ეს არის პროექტი, რომელიც ბავშვების განათლების კუთხით განვითარებას უწყობს ხელს. მთელ საქართველოში ძალიან  პოპულარუილი პროექტია. გახდე ეტალონის გამარჯვებული ძალიან დიდი პრესტიჟი და ამავე დროს, დიდი ბედნიერებაა. “

საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ აღნიშნა, რომ ამდენი განათლებული ახალგაზრდა, ‘’ეტალონის’’ დამსახურებაა:

„ძალიან კარგი პროექტია. დიდ მადლობას ვუხდი ბატონ გოჩას და შემოქმედებით ჯგუფს. ეტალონის დამსახურებაა ამდენი განათლებული ახალგაზრდა რომ გვყავს. სწორედ "ეტალონი" აძლევს მათ სწავლის მოტივაციას. ძალიან კარგია ქვეყნისთვის ასეთი პროექტები, რადგან იგი ხელს უწყობს განათლების დონის ამაღლებას.“

გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი მაიზერ ცელაძე „Etaloni.ge“-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ინტელექტ-შეჯიბრი არის არაჩვეულებრივი საგანმანათლებლო პროექტი და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს:

„შეჯიბრი ძალიან კარგად ჩატარადა. თავად გამარჯვებულიც ძალიან კარგი მოსწავლეა. „ეტალონი“ არის არაჩვეულებრივი საგანმანათლებლო პროექტი. სწავლის მხრივ ეს პროექტი ძალიან ეხმარება მოსწავლეებს. ისინი ინტერესში არიან, ეძებენ ინფორმაციებს, ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ისწავლონ, რომ ღირსეული კონკურენცია გაუწიონ სხვებს. მივესალმები ამ პროექტს და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. “

"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მფლობელი ნინო სარიშვილი გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.  

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".      

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. 

იხილეთ ვიდეო












 

 

 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება