მთავარი | სკოლები | სიახლეები | საინტერესო | რჩევები | ინტერვიუ | ეტალონი | სამასწავლებლო | იაზროვნე | იხილეთ მეტი |
დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ერთთვიანი სტაჟირება სენ-სირის სამხედრო სკოლის ოთხმა მსმენელმა დაიწყო.
სტაჟირების ფარგლებში, მსმენელებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა აკადემიური, სამხედრო და კულტურული ღონისძიება. ისინი ესტუმრებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს, ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისს, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს.
აღნიშნული სტაჟირება საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.
მეათეკლასელებს ისტორიას პედაგოგი მარეხი ჩიკვაიძე ასწავლის
ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება
პატარა ნინომ ქართულად იმღერა, რის შემდეგაც ჟიურიმ ემოციები ვერ დამალა
დღეს „აჟარის (ზემო აფხაზეთის) ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება