სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დღეიდან აწყურის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის წრე, სახელწოდებით „ჩემი სამყარო“ იწყებს ფუნქციონირებას
15-01-2018
-
+


აწყურის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრაზე 15 იანვრიდან  ბიოლოგიის წრე - სახელწოდებით „ჩემი სამყარო“ იწყებს ფუნქციონირებას.

წრეში გაერთიანება ნებაყოფლობითია და მიიღებიან საბაზო საფეხურის VII-IX კლასის მოსწავლეები. მათი რაოდენობა 10-15 მოსწავლეს უნდა შეადგენდეს.

წრის მეცადინეობა ჩატარდება 2018 წლის 15 იანვრიდან, კვირაში ორჯერ.

ბიოლოგიის წრეში გაერთიანების მსურველებს შეუძლიათ განცხადებით მიმართონ წრის ხელმძღვანელს 15-იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით.

წრის ხელმძღვანელი, ბიოლოგიის პედაგოგი: შორენა დიასამიძე.


საწრეო მუშაობის მიზანი:

 

  • მოსწავლეთა სწავლების ხარისხის ამაღლება თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დახმარებით
  • ბიოლოგიური მოვლენებთან მიმართებაში შემეცნებითი, ინტელექტუალური და შემოქმედებითი ინტერესების განვითარება
  • პოზიტიური, მართებული ღირებულებების ჩამოყალიბება ცოცხლი ბუნების მიმართ.
  • საკუთარი და გარშემომყოფების ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და დაცვისთვის ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარება.
  • ბიოლოგიის უახლესი მიღწევების გაცნობა და განხილვა.

 

წრის მუშაობის მოკლე დახასიათება:

წრის მუშაობა ხელს შეუწყობს ბიოლოგიური მოვლენების და კანონზომიერებების უკეთ აღქმას და შეგნებულ ათვისებას. მოსწავლე თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით შეძლებს ლოგიკურ მსჯელობას, კვლევის დაგეგმვას და განხორციელებას , მოკლე ჩანაწერების გაკეთებას. 
საბაზო საფეხურზე ბიოლოგიური ამოცანების ამოხსნა ბიოლოგიის სწავლების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ამოცანებზე მუშაობა, რომლებიც ბიოლოგიაში მიღებული თეორიული ცოდნის ცხოვრებისეულ პრაქტიკასთან დაკავშირებას მოითხოვს. როდესაც მოსწავლე ხედავს მეცნიერების კავშირს ცხოვრებისეულ პრაქტიკასთან, ეს საგანი მისთვის უფრო საინტერესო და გასაგები, მიმზიდველი და ხელმისაწვდომი ხდება. ბიოლოგიური ამოცანების ამოხსნა შესანიშნავი საშუალებაა მათემატიკასთან, ქიმიასა და ფიზიკასთან საგანთაშორისი კავშირის დასამყარებლად.

ბიოლოგიური ამოცანების დაგეგმვა და გამოყენება განსაკუთრებით აქტუალურია გენეტიკისა და უჯრედის ბიოქიმიის შესწავლისას.

ასევე ყურადღება დაეთმობა ბოტანიკისა და ზოოლოგიის ნაწილის შესწავლას, რაც ამოღებულია მოსწავლეთა სახელმძღვანელოდან და მათი ცოდნა ესაჭიროებათ სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში საგნობრივი კომპეტენციების დასამტკიცებლად.

აწყურის სკოლა ყველა მონაწილეს წარმატებებს უსურვებს და პროექტში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს.


კომენტარები


სკოლები

მეათეკლასელებს ისტორიას პედაგოგი მარეხი ჩიკვაიძე ასწავლის

სტატუსი დაწყებითი კლასის მასწავლებლებმა, ეკატერინე ძიგრაშვილმა და ნათია ბრეგაძემ აიმაღლეს 

მოსწავლეები ცდილობენ სკოლის ტერიტორიაზე ჯანსაღი გარემო შეინარჩუნონ 


შეხვედრაზე განიხილეს თემები მართლმსაჯულება, სასამართლო პროცესი, ადვოკატი და მოსამართლე 

სიახლეები

ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება 

საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი ქარი 


არების აღრიცხვისგან დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების გათავისუფლებაზე ადრეა

ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა 

საინტერესო

პატარა ნინომ ქართულად იმღერა, რის შემდეგაც ჟიურიმ ემოციები ვერ დამალა



თითოეული მათგანი ისტორიაში შევიდა, როგორც ნოვატორი და თავისი საქმის პროფესიონალი

მარტის თვე განსაკუთრებულად პოზიტიური მშვილდოსნისთვის იქნება, მაგრამ

ეტალონი

დღეს „აჟარის (ზემო აფხაზეთის) ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება

რუსთავის N5 საჯარო სკოლაში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის

ინტელექტ-ჩემპიონატში რუსთავის მუნიციპალიტეტის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

საზოგადოება