სიახლეები
ინტერვიუ

გოგა ჩანადირი: „მხოლოდ განათლებული საზოგადოება ქმნის ძლიერ სახელმწიფოს“
15-01-2018
-
+


ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის ფოტოარქივი უკვე 5 000 000 ფოტოს ითვლის. საზოგადოებას მან თავი ვარდების რევოლუციიდან  ექსკლუზიური ფოტოებით დაამახსოვრა. პროფესიით კინოსცენარისტი სოციალური ქსელით ქართულ ენასა და ქართულ პროდუქციას დიდ პოპულარიცაზიას უწევს.

ფოტოგრაფი ჩანადირი Etaloni.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ახალგაზრდების განათლება მისთვის პრიორიტეტია. სკოლის მოსწავლეებს კი საინტერესო რჩევებს აძლევს.

- მოგვიყევი როდის გადაიღე პირველი ფოტო და როგორ გახდი ფოტოგრაფი?

- პირველი ფოტო ბავშვობაში გადავიღე, მაგრამ რასაც ჰქვია ფოტო-ჟურნალისტად მუშაობა,  2000 წელს, დილის გზეთში დავიწყე. ამის მერე  უკვე ფოტოების გაადღებაზე გადავერთე. იმდენად გადავეშვი ფოტოგრაფიაში, რომ ახლა უკვე ხშირად მეკითხებიან, გოგა შენ წერ კიდეც? მე ვებნები, არა, მე ვიღებ კიდეც. სინამდვილეში წერა უფრო მიყვარს ვიდრე ფოტოგრაფია. კინოსასცენარო მაქვს დამთავრებული და წერა ჩემთვის უფრო ძვირფასია.

- ფოტო, რომელმაც გოგა ჩანადირს პოპულარობა მოუტანა?

- პირველი კადრები, ალბათ ეს იყო ვარდების რევოლუციის დროს, როდესაც პარლამენტში პირველი შევედი და გადავიღე.  მეორე, ალბათ საქართველოს რუკის ფორმის მქონე ტბა, (ანგელოზის ტბა) რომელიც სვანეთში მდებარეობს. გადაღების დროს სვანეთი და თუშეთი ჩემთვის განსაკუთრებული ადგილებია, ასევე თბილისი და ჯავახეთი.

- სოციალირ ქსელში ძალიან აქტუალურია თქვენი პოსტები ქართულ ენასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, რამდენად აქცევენ ამ ყველაფერს ყურადღებას ახალგზარდები?

- პირადად მე დიდ ყურადღებას ვუთმობ ქართულ ენას, ჩემთვის ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები ფეისბუქ-კამპანიების გამო უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ქართულ ენას და სიტყვებს. ხშირად არის გამოხმაურება, რომ ესა თუ ის ქართული სიტყვა არ იცოდნენ და იყენებდნენ უცხო სიტყვებს. ვფიქრობ, რომ აქცევენ ყურადღებას, ძალიან ბევრმა გაამახვილა ყურადღება არამარტო რუსულ, არამედ ინგლისურ ბარბარიზმებზეც. ჯერ ვერ ვიტყვი, რომ დამაკმაყოფილი შედეგია, ცხადია ადამიანებს მეტი გააზრება სჭირდებათ. იმედი მაქვს, მშობლები შვილებს ასწავლიან რომ ქართულად ილაპარაკონ. ბოლო დროს უფრო მოდური ხდება ქართული სიტყვების თქმა.

- რა არის იმისთვის საჭირო, რომ თქვენმა შრომამ გამოიღოს შედეგი და იყოს დამაკმაყოფილებელი?

- ადამიანები რაც უფრო მეტ წიგნს კითხულობენ მშოლიურ ენაზე, მით უფრო უმდიდრდებათ ლექსიკა.  ისინი ვინც არ კითხულობენ წიგნებს, მათ ლექსიკა არ უმდიდრდებათ. მთავარია წაიკითხოთ წიგნები. წიგნების  წაკითხვას თან ემატება განათლების დონის აწევა და გაზრდა. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, განათლების მნიშვნელობა, განათლების როლი ჩვენს ყოფაში. იმიტომ, რომ მხოლოდ განათლებული საზოგადოება ქმნის ძლიერ სახელმწიფოს, მხოლოდ განათლებული საზოგადოება მდიდრდება და განათლებული საზოგადოება არის დაცული. ჩემი სურვილია, რომ ყველაზე მეტი ბიუჯეტი განთლებაზე გამოიყოს. თუ შენ ადამიანს არ ასწავლე  ანკესის დაჭერა, თევზის მიცემა არის ფულის წყალში გადაყრა.

- გოგა ჩანადირს ძალიან უყვარს ლიტერატურა და კითხვა. თქვენი საყვარელი წიგნი/წიგნები?

- ჩემი საყვარელი წიგნებია, იაკობ გოგებაშვილის  „საგანძური“ და  ეზოპეს იგავ-არაკები. მაქვს ბევრი საყვარელი წიგნი, მაგრამ ესენია, რომლებმაც ჩემზე გავლენა მოხდინეს ბავშვობაში და დღემდე რჩებიან ჩემს საყვარელ წიგნებად.

- რას ურჩევთ სკოლის მოსწავლეებს?

- სკოლის მოსწავლეებს ვურჩევ წაიკითხონ ნებისმიერი ლიტერატურა და ეს ლიტერატურა თავის მშობლებთან ან მასწავლებლებთან ერთად გაარჩიონ. ჩამოაყალიბონ მკეთხველთა სადისკუსიო კლუბები, პატარა 5-6 წევრიანი ჯგუფები, სადაც განიხილავენ და იჯმსელებენ წაკითხულ წიგნებზე. იყვნენ სოციალურად და სამოქალაქო თვალსაზრისით აქტიურები და გაიაზრონ, რომ თავიანთი ოჯახისა და სახელმწიფოს წინაშე მათაც აქვთ პასუხისმგებლობა. არ შეეგუონ უსამართლობას და იყვნენ მომთმენები.

- ფოტოგრაფის თვალით დანახული ახალგაზრდა თაობა...

- არამარტო ფოტოგრაფის, არამედ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის თვალით დანახული ახალგაზრდობა არის ორნაირი. ერთნი, ევროპულად მოაზროვნეები, რომლებმაც იციან სახელმწიფოს როლი და მისი როლი სახელმწიფოში. მეორენი, რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ გაარკვიეს რა უნდათ ამ ცხოვრებაში და ისინი მიდრეკილნი არიან კრიმინალური რომანტიზმისკენ. თითქოს ნაწილისთვის ძველბიჭობა არის თვითგამოხატვის თავშესაფარი, სინამდვილეში ასე არ არის. ყველა ადამიანი, რომელმაც ქუჩა აირჩია განათლებას, ის ვერ გახდა წარმატებული, ან ბოლომდე ვერ შეძლო თავისი შესაძლებლობების რეალიზება. განათლებული ადამიანები ყველგან არიან წარმატებულები.  მხოლოდ ქუჩაში დგომით განათლებას ვერ მიიღებ.




კომენტარები


სკოლები
პედაგოგმა აღსაზრდელებს საზეიმოდ გაფორმებული კლასი დაახვედრა
თბილისის N99 საჯარო სკოლაში Izrune.ge-ს პრეზენტაცია გამორჩეული მასშტაბებითა და 
კლუბის მიზანია თემში გარემოს დაცვაზე ცნობიერების ამაღლება
სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ შტუტგარტის უნივერსიტეტის სტუდენტები 
სიახლეები
ტყვიით დაბინძურებული გარემო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი 
ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 264 კგ. ასწია რაც მსოფლიო რეკორდია
ბავშვებს მუცლის ტკივილი, ღებინება და მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ
Etaloni.ge დაინტერესდა, დირექტორების ნება რომ იყოს, როგორ დახარჯავდნენ სკოლებისთვის გაზრდილ ბიუჯეტს
Etaloni.ge  წარმოგიდგენთ ამ საოცარი ლოცვის ტექსტს
საინტერესო
ბავშვებს უნდა შეეძლოს სახლის საქმეები - დალაგება,  ჭურჭლის დარეცხვა, საკუთარი ტანსაცმლის დაუთავება.
გავრცელებულია აზრი, რომ როდესაც ბავშვი აკრაჭუნებს, ე.ი ჭიები ჰყავს, მაგრამ
წარმოგიდგენთ იმ სტერეოტიპებს, რომლებიც მშობლებმა აუცილებლად უნდა დაიმახსოვრონ
ველით თქვენს პასუხებს კომენტარებში 
ტავმატული წყლულები შესაძლოა ბრეკეტების ხმარების შედეგი იყო
ეტალონი
„ესაა ჩემპიონატი, რომელიც მოსწავლეებს ძალიან ბევრს რამეს აძლევს“
„კვირის კითხვის“ სწორი პასუხია
დღეს ოთხშაბათია! - Etaloni.ge ყოველ ოთხშაბათს საინტერესო და სახალისო რუბრიკას
საზოგადოება