ზამთრის არდადეგები დასრულდა - დღეიდან საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო
დღეიდან საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.
ზამთრის არდადეგები ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა - 30 დეკემბრიდან - 14 იანვრის ჩათვლით.
რაც შეეხება საგაზაფხულო არდადეგებს, იგი 8 მარტს დაიწყება და 15 მარტამდე გასტანს.