სიახლეები
სკოლები

სენაკის №1 საჯარო სკოლაში ისტორიის საწრეო ჯგუფმა NATO-ს ISAF-ის მისიაში მონაწილესთან შეხვედრა გამართა
11-01-2018
-
+


სენაკის №1 საჯარო სკოლაში ისტორიის საწრეო ჯგუფმა შეხვედრა მოაწყო ავღანეთში NATO-ს ISAF-ის მისიაში მონაწილესთან. შეხვედრა ჩატარდა კითხვა-პასუხის რეჟიმში საქართველო აქ საკუთარ, ეროვნულ ინტერესსაც იცავს. იგი სასიცოცხლოდაა დაინტერესებული ამ ბრძოლაში დასავლეთის გამარჯვებით და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფით.

საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, არსებული საერთაშორისო წესრიგი არ შეირყეს. ამ ბრძოლაში დასავლეთის და, პირველ რიგში, ამერიკის მარცხი მწვანე შუქს აუნთებს ნებისმიერ ანტიდასავლურ ქვეყანას არსებული წესრიგის გადასასინჯად – იქნება ეს ირანი, რუსეთი, ჩინეთი თუ სხვა..ამ ოპერაციაში მონაწილეობით ქართული ჯარის ნაწილი უმნიშვნელოვანეს გამოცდილებასაც იძენს.

საქართველოს გაწვრთნილი ჯარი უდავოდ სჭირდება – უფრო მეტად, ვიდრე NATO-ს წევრ ევროპულ ქვეყნებს. ავღანეთში კი, სადაც ჯარისკაცები, საბჭოთა პერიოდისგან განსხვავებით, არა გაწვევის საფუძველზე, არამედ ნებაყოფლობით იბრძვიან – რეალური ბრძოლა მიმდინარეობს. ამგვარ გამოცდილებას კი ვერცერთი წვრთნა ვერ შეცვლის.

საქართველოს ჯარისთვის მნიშვნელოვანია, რომ შემაკავებელი ფუნქცია ჰქონდეს. რუსეთისგან არსებული საფრთხის კიდევ ერთხელ რეალობად ქცევის შემთხვევაში, მან მაქსიმალურად უნდა შეძლოს მტრის შეკავება, სანამ მობილიზება მოხდება. ასევე მნიშვნელოვანია პარტიზანული ბრძოლისთვის საჭირო უნარების განვითარება. ამისთვის ქართულ ჯარს კიდევ ბევრი რამის სწავლა სჭირდება – ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობა ამის ნაწილია. უმჯობესდება საქართველოს შეიარაღებული ძალების არაერთხელ აღუნიშნავთ – მათ შორის, NATO-ს წარმომადგენლებს – რომ NATO-ს წევრობის მოსურნე საქართველო, ოპერაციაში მონაწილეობით დასავლეთს აჩვენებს, რომ თავად არა მხოლოდ პრობლემა, არამედ პრობლემების მოგვარების ნაწილი შეიძლება იყოს. 

ილუზია, რომ ამ ოპერაციაში მონაწილეობა ალიანსში გაწევრიანების გარანტიაა, ალბათ, არავის აქვს. თუმცა, ფაქტია, რომ NATO-ში მის ინტეგრაციას, სულ მცირე, ირიბად უწყობს ხელს – საქართველო არა მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი, არამედ მისი მწარმოებელიცაა.ურთიერთთავსებადობაც NATO-ს ძალებთან. საქართველო ავღანეთში უფრო რელევანტურ გამოცდილებას იღებს, ვიდრე ერაყის ომში მონაწილეობისას. ერაყში, როდესაც ჩვენი ჯარისკაცები ბრძოლაში ჩაერთნენ, ომის ძირითადი ნაწილი დასრულებული იყო.

ქართველები ძირითადად საპატრულო – სამშვიდობო ამოცანებს ასრულებდნენ. 
ასეთი შეხვედრებს მიზანია მოახდინოს სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზება მოზარდი თაობის პატრიოტულ აღზრდაზე.   

 ა მ ო ც ა ნ ე ბ ი : 

# ცოდნის ფორმირება ისტორიულ ფაკტებზე დამოვლენებზე; 

 # ისტორიის ფაკტების და მოვლენების ობიექტური შეფასება:  

# მოსწავლეების გონებრივი აქტივობის და შემოქმედებითი უნარის სტიმულირება: 

 # პირადი პოზიციის გამოვლენაისტორიულ მოვლენებზე და ზოგადად მსოფმხედველობაზე.


იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება