რა არის რესურსცენტრის ძირითადი მისია და რაში ეხმარება იგი სკოლებს
11-01-2018
დაკოპირებულია
-
+
რესურსცენტრი წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს. რესურსცენტრის ძირითადი მისიაა, დაეხმაროს სკოლებს საკუთარი ფუნქციის უკეთ განხორციელებაში ინფორმაციის, რესურსების მიწოდებით, სხვადასხვა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან ურთიერთობების აწყობით, სახელმძღვანელოების ან ტრენინგების მიმწოდებლებთან დაკავშირებით და სხვ.
რესურსცენტრი ეხმარება სკოლებს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში საჭირო კონსულტაციების გაწევის გზით.
რესურსცენტრი ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირების (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების) ზედამხედველობას.
კერძოდ, საჭიროების შემთხვევაში იგი კონტროლს უწევს სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ეროვნული სასწავლო გეგმების, სტანდარტებისა და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებას, სამინისტროს წარუდგენს რეკომენდაციებს და წინადადებებს საჯარო სკოლების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და ახალი საგანმნათლებლო დაწესებულებების დაფუძნების შესახებ და ა. შ.