სიახლეები
საინტერესო , რჩევები

ვინ არის კონსერვის ქილის ავტორი - მე-19 საუკუნის უდიდესი აღმოჩენა
10-01-2018
-
+


ფრანგმა მზარეული აპერი პირველი გახლდათ, რომელიც იმ მიკრობების განადგურებით დაინტერესდა, რომლებიც ხშირად უფუჭებდნენ საკვებს. 

მან გადახედა უამრავ კვლევას, რომლებსაც მეცნიერები მალფუჭებად საკვებზე ატარებდნენ და ექსპერიმენტებზე დაყრდნობით გენიალური რაღაც მოიფიქრა.

მან თუნუქისა და მინის ქილები აავსო ბულიონით, კენკრითა, მურაბით, შემწვარი ხორცითა და მჭიდროდ დაახურა თავსახური, რის შემდეგაც დიდი ხანი ადუღა წყალში. 8 თვის შემდეგ, როდესაც აპერმა ქილები გახსნა, ყველა პროდუქტი საკვებად ვარგისიანი აღმოჩნდა. 

ეს იყო უდიდესი აღმოჩენა. იმ პერიოდში ნაპოლეონი აწარმოებდა ხანგრძლივ ომებს. ფრანგული არმიას მუდმივად ჰქონდა პროდუქტების ხანგრძლივი დროით შენახვის პრობლემა. 

კონსერვები კი ასეთ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი იყო. აპერმა ამ გამოგონებისთვის საფრანგეთის მთავრობისგან მიიღო პრემია კაცობრიობის წინაშე სასარგებლო საქმიანობისათვის.
სიტყვა კონსერვი წარმოიშვა ლათინური "კონსერვარედან", რაც ნიშნავს შენახვას. ყოფილა შემთხვევა, როცა ათეული წლების შემდეგ გახსნილი კონსერვის ქილებში სრულიად ვარგისი პროდუქტი აღმოჩენილა. 

მართალია, კონსერვები აადვილებს ადამიანს შრომას, მაგრამ აქვს თავისი უარყოფითი მხარეც. უპირველეს ყოვლისა, აქვეითებს პროდუქტების ხარისხსა და მათ სასარგებლო თვისებებს.კერძოდ, მაღალ ტემპერატურაზე იშლება ვიტამინები, მცირდება არომატული თვისებები, ნაზი ფაქტურის ხილი, ბოსტნეული და კენკრაკარგავს ფორმას. 

თანამედროვე ტექნოლოგიები უზრუნველყოფს აღნიშნული პრობლემების მინიმუმამდე დაყვანას და ყველა წესის დაცვით ქარხნულ პირობებში მომზადებული კონსერვი სრულიად უსაფრთხოა ადამიანს ჯანმრთელობისათვის. 

შინაურ პირობებში კი გვამრთებს მეტი ყურადღება და სიფრთხილე რათა თავიდან ავიცილოთ ბოტულიზმის საფრთხე.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება