სიახლეები
სიახლეები

„ეს იქნება ყველაზე დიდი სიახლე, რაც სკოლებში 2018 წელს დაინერგება“ - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
10-01-2018
-
+


ყველაზე დიდი სიახლე რაც სკოლებში იგეგმება, ეს ახალი პროექტი „ევრიკაა“.  

რას გულისხმობს ახალი პროექტი? 

პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტების სკოლების საგანმანათლებლო პროცესში ჩართვა მოხდება. მოსწავლეებს გაკვეთილებს პროფესორები ონლაინ რეჟიმში ჩაუტერებენ, რაც საშუალებას იძლევა, რომ საქართველოს ყველა სკოლაში გაკვეთილები ერთდროულად ჩატარდეს. 

პროექტის მთავარი ამოცანაა, რომ მოსწავლეებს მეცნიერებისადმი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნებისადმი ინტერესი გაუღრმავდეთ. გაკვეთილებს სკოლის პედაგოგებიც დაესწრებიან, რაც მათი პროფესიული განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. 

„ეს იქნება ყველაზე დიდი სიახლე, რაც სკოლებში 2018 წელს დაინერგება. სახალისო გაკვეთილები მათემატიკაში, ფიზიკაში, ასევე ისტორიაში, ჰუმანიტარულ საგნებსა და ზოგადად, ყველა საგანში ჩატარდება. ამ პროექტის მთავარი მიზანი არის მოსწავლეებში გაიღვიძოს მეცნიერებისადმი, ინტელექტუალური შრომისადმი ინტერესმა,“ - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „მოამბის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას. 


კომენტარები


სიახლეები

გარემოს დაცვის სამინისტრო ახალი კვლევის შედეგებზე საუბრობს


სკოლები
მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ და მოიძიეს ძველი საზომი ერთეულები
სკოლის აღსაზრდელებმა ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს
საინტერესო
გამოცდებისთვის უჩვეულო გარემოა, დღეს საკუთარ შესაძლებლობებს
დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი სოციალურ ქსელში თავისი ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს
ეტალონი
„ინტელექტ-ჩემპიონატისთვის აუცილებელია სატელევიზიო სივრცე“
„სიღნაღის ეტალონმა მოსწავლემ“ „ეტალონის“ ფინალურ ღონისძიებაზე 76 მოსწავლეს
სიახლეები