სიახლეები
სიახლეები

„არსებული პოლიტიკა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვას“ - ომბუდსმენი
10-01-2018
-
+


საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო სისტემის მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების განათლების უფლების რეალიზების შესახებ წინადადებით მიმართა.

ომბუდსმენმა მოუწოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უზრუნველყოს საგანმანათლებლო სისტემაში ჩართულ და მის მიღმა დარჩენილ შშმ ბავშვთა სტატისტიკის წარმოება და ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა. ასევე, შეიმუშაოს სკოლის მიტოვების პრევენციის სტრატეგია და განმაპირობებელი ფაქტორების გამოვლენის მექანიზმი, აღმოფხვრას შშმ ბავშვთა სასკოლო განათლების მიღმა დარჩენის რისკების გამომწვევი ფაქტორები და დახვეწოს რეფერალური მექანიზმი.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, აუცილებელია, სამინისტრომ უზრუნველყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურების, დირექციისა და პერსონალის ინფორმირება შესაძლო ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისთვის საჭირო პროცედურებთან დაკავშირებით და განახორციელოს ამ პროცესის მონიტორინგი.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვას. ნინო ლომჯარიას განცხადებით, აღნიშნული სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული. მათ შორისაა მოუწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა, შშმ ბავშვების შესახებ დიფერენცირებული სტატისტიკური მონაცემების არქონა, სასკოლო განათლების მიღმა დარჩენილი და გარიყვის საფრთხის ქვეშ მყოფი შშმ ბავშვების მოძიების, მათი საჭიროებების იდენტიფიცირების ეფექტური მექანიზმის და მიტოვების პრევენციის სტრატეგიის არარსებობა, უწყებებს შორის არასაკმარისი კოორდინაცია, ტრანზიციის პროცესის არაეფექტურად წარმართვა, სკოლის ადმინისტრაციისა და პერსონალის ინფორმირების დაბალი დონე, არაადაპტირებული საგანმანთლებლო სივრცე, გეოგრაფიულ მისაწვდომობასთან დაკავშირებული სირთულეები და სხვა დამაბრკოლებელი გარემოებები.

კომენტარები


სიახლეები

გარემოს დაცვის სამინისტრო ახალი კვლევის შედეგებზე საუბრობს


სკოლები
მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ და მოიძიეს ძველი საზომი ერთეულები
სკოლის აღსაზრდელებმა ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს
საინტერესო
გამოცდებისთვის უჩვეულო გარემოა, დღეს საკუთარ შესაძლებლობებს
დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი სოციალურ ქსელში თავისი ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს
ეტალონი
„ინტელექტ-ჩემპიონატისთვის აუცილებელია სატელევიზიო სივრცე“
„სიღნაღის ეტალონმა მოსწავლემ“ „ეტალონის“ ფინალურ ღონისძიებაზე 76 მოსწავლეს
სიახლეები