სიახლეები
ეტალონი

„მოსწავლეები დიდი სურვილითა და ინტერესით ერთვებიან ინტელექტ-შეჯიბრში“ - ხაშურში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა
29-12-2017
-
+


ხაშურის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ხაშურის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის თანამშრომელი ნინო ლომსაძე:

„ხაშურში არსებული სკოლებიდან ერთის გარდა ყველა ჩაერთო „ეტალონის“ შესარჩევ ტურში. იმ ერთმა სკოლამ ტექნიკური პრობლემის გამო ვერ შეძლო ტესტირების ჩატარება. მე ხაშურის N1 საჯარო სკოლაში დავესწარი შესარჩევ ტურს. ორგანიზებულად და წესების დაცვით ჩატარდა ყველაფერი. „ეტალონთან“ ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ. მოსწავლეები დიდი სურვილითა და ინეტერესით ერთვებიან ამ პროექტში. ინტელექტ-ჩემპიონატს ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის ჰქონდა და, რა თქმა უნდა, მომავალშიც ექნება.“


ხაშურის რესურსცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე:

„ამ ეტაპზე ხაშურის 32 სკოლიდან 31 არის ჩართული პროექტ „ეტალონში“. ტექნიკური პრობლემების გამო მხოლოდ ერთმა სკოლამ ვერ მიიღო მონაწილეობა შესარჩევ ტურში. მე პირადად დავესწარი ხაშურის პირველ სკოლაში მიმდინარე ტესტირების პროცესს და მინდა გითხრათ, რომ სრულიად დინამიკურად და გამართულად მიმდინარეობდა. მოსწავლეების უმეტესობამ კატეგორია „თამამი’’ აირჩია. ხაშურის რესურსცენტრი ინტელექტ-ჩემპიონატის მხარდაჭრას აქტიურად გააგრძელებს და ყველაფერს გააკეთებს მისი უპრობლემოდ განხორციელებისათვის.“

„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება სახალისო იყო და რაც მთავარია, მშობლიური ენის სიყვარულსა და პატივისცემას აღვივებდა
აქტივობები ძალიან საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული იყო
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება