„2018 წელი ჩვენი მომავალი თაობის აღზრდა-განათლების წელი ყოფილიყოს“ - დუშეთის რესურსცენტრის უფროსი დამდეგ წელს გილოცავთ
29-12-2017
დაკოპირებულია
-
+
დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ჩვენი საიტის მეშვეობით სრულიად საქართველოს დამდეგ წელს ულოცავს. რესურსცენტრის უფროსმა, დავით ოსეფაშვილმა სპეციალური საახალწლო ვიდეოც გადაიღო და სურვილი გამოთქვა, რომ 2018 წელი მომავალი თაობის აღზრდა-განათლებისა და მათზე ზრუნვის წელი იყოს: „ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო კოლეგებო! დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სახელით მინდა მოგილოცოთ დამდეგი 2018 წელი და გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება, ხვავი, ბარაქა და ულევი სიხარული. 2018 წელი ყოფილიყოს ჩვენი მომავალი თაობის აღზრდა-განათლებისა და მათზე ზრუნვის წელი. ოჯახი, სკოლა, საზოგადოება, სახელმწიფო ჩვენ ერთად შევძლებთ ღირსეული, გულანთებული მომავალი თაობის აღზრდას.“