სიახლეები
ეტალონი

შუახევში „ეტალონის“ შესარჩევ ტურში სკოლების აბსოლუტური უმრავლესობა ჩაერთო
26-12-2017
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, შუახევის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.   

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე:

„ეტალონის“ შესარჩევ ტურში სკოლების აბსოლუტური უმრავლესობა ჩაერთო, მოსწავლეთა დაინტერესება ძალიან მაღალია. ბავშვები მოტივირებულები არიან და დიდი სურვილი აქვთ, ყოველთვის ჩართულები იყვნენ მსაგავს ღონისძიებებში. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ინტელექტულური შეჯიბრების გამართვა, მით უმეტეს „ეტალონი“ ეროვნულობითაა გამორჩეული. მინდა აღვნიშნო, რომ ახალმა საიტმა, Izrune.ge-მ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. მშობელთა აქტიური ჩართულობა შვილების სასკოლო ცხოვრებაში აუცილებელი და საჭიროა. მადლობა „ეტალონს“, რომ ამ მნიშვნელოვან პროცესებში - მოსწავლეთა აღზრდა-განვითარების საქმეში აქტიურადაა ჩართული.“

ოლადაურის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ფუტკარაძე:

„ეტალონის“ შესარჩევ ტურში ჩვენი სკოლის მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობა ჩაერთო. შედეგებით კმაყოფილები ვართ, საშუალო და საშუალოზე მაღალი შედეგები აჩვენეს მოსწავლეებმა. „ეტალონი“ მნიშვნელოვანი პროექტია, ძალიან საინტერესოა ახალი ინოვაციური საიტი, Izrune.ge, ორივე ნათგანი ხელს უწყობს მოსწავლეთა განვითარებას.“

ოლადაურის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი გენად მაკარაძე:

„მოსწავლეთა ჩართულობა შესარჩევ ტურში მაღალი იყო, ბავშვები ყოველთვის ინტერესით მონაწილეობენ „ეტალონში“. მათმა უმეტესობამ კატეგორია „თამამი“ აირჩია. მოსწავლეთა შედეგებით კმაყოფილები ვართ. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, რომელიც მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებას უწყობს ხელს.“

ტბეთის საჯარო სკოლის დირექტორი ბესიკ დავითაძე:

„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. მოსწავლეები მონდომებით ერთვებიან შესარჩევ ტურებში. ინტელექტ-ჩემპიონატი ბავშვებს სწავლის სტიმულს აძლევს.“

ტბეთის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნონა ფერაძე:

„ძალიან საინტერესო კითხვები იყო. ვფიქრობ, მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი. მივესამლები ამ პროექტს და მსურს, დიდხანს გაგრძელდს. „ეტალონში“მონაწილეობა მოსწავლეებს გამოცდილებას სძენს და მოტივაციას ჰმატებს.“

გოგინაურის საჯარო სკოლის დირექტორი ლევან გოგიტიძე:

„მოსწავლეები  „ეტალონით“ დაინეტერესებულები არიან, მაქსიმალური რაოდენობა ჩაერთო შესარჩევ ტურში. ბავშვებს სურთ, რომ მომავლშიც მიიღობ მონაწილეობა ამ პროექტში.“

გოგინაურის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნური ფუტკარაძე:

„ჩვენს სკოლაში „ეტალონის“ შესარჩევ ტურებში ყოველთვის მაღალი ჩართულობაა. წელსაც ასე იყო. პროექტში მონაწილეობა მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებას უწყობს ხელს. ბავშვები უკვე შემდეგი ტურებისთვის ემზადებიან.“

ახალდაბის საჯარო სკოლის დირექტორი თემურ დავითაძე:

„ეტალონი“ უაღრესად კარგი პროექტია. მოსწავლე-ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდაში ინტელექტ-შეჯიბრი დიდ როლს ასრულებს.  ამისთვის დიდი მადლობა „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს. ახალდაბის სკოლის მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოავლინეს ამ პროექტის მიმართ.  ველოდებით შედეგებს.“

ახალდაბის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნარგიზ ქათამაძე:

„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. ჩვენი სკოლიდან მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა ჩაერთო ინტელექტ-შეჯიბრში. ველოდებით შედეგებს, რომ გავიგოთ, რამდენი მოსწავლე გადავიდა შემდეგ ტურში.“

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
პიროვნება
სკოლები
საბა ცაბაძე თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ქრისტინე გოგოლიძე კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია
დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები ემოციური ღონისძიებით აღნიშნეს
მოსწავლეებმა აკუთარი ხელებით შექმნეს ფერადი სამაჯურები, რომელზეც სიმბოლურად გამოხატული იყო ფერადი წინდები
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
აქტივობა სპეციალური მასწავლებლის - სარა ბაგდასარიანისა და კლასის დამრიგებლის, მარიამ მაკარიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება