სიახლეები
ეტალონი

„მომდევნო ტურისთვის მზადება უკვე დავიწყეთ“ - ლენტეხში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა
21-12-2017
-
+


ლენტეხის მუნიციპალიტეტის სკოლებში „ეტალონის'' შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები. 

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ლენტეხის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.  

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.      

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

ლენტეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბადრი ქარდავა:

„ეტალონის“ შესარჩევ ტურში ყველა სკოლა აქტიურად ჩაერთო. მაქსიმალური აქტივობა დაფიქსირდა. საერთო ჯამში მოსწავლეთა შედეგებით კმაყოფილები ვართ. შარშანდელთან შედარებით ინტელექტ-შეჯიბრში ჩართული მოსწავლეების რაოდენობა გაიზარდა. მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს ამ პროექტის მიმართ.“

დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო ჯანხოთელი:

„ყველა კლასში კარგად ჩატარდა „ეტალონის“ შესარჩევი ტურები, ობიექტურად და სამართლიანად. კითხვები სასკოლო პოგრამიდან იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწავლეები განვლილი მასალის შეჯამებას ახდენენ. ჩვენი სკოლიდან სულ 30 მოსწავლე გადავიდა შემდეგ ტურში. ინტელექტ-შეჯიბრი ძალიან კარგი პროექტია. მოსწავლეებს სწავლის მიმართ მოტივაცია გაეზარდათ.“

„ეტალონის“ პედაგოგი ნათია კვიჟინაძე:

„ეტალონში“ მონაწილეობის შემდეგ მოსწავლეები უფრო თავდაჯერებულები გახდნენ. ძალიან მონდომებულები არიან ჩვენი სკოლის მოსწავლეები. ჩვენ არ ვართ ზოგადად, ასეთი პროექტებით განებივრებულები და ამიტომ ძალიან მოგვწონს „ეტალონი“. ყველაფერმა გართულების გარეშე ჩაიარა. უკლებლივ ყველა მოსწავლე იყო ჩართული პროექტში.“

მელეს საჯარო სკოლის დირექტორი ვასო ავალიანი:

„ჩვენმა სკოლის მოსწავლეებმა გადალახეს ბარიერი და გადავიდნენ მეორე ტურში. მოსწავლეები წინასწარ ემზდებოდნენ „ეტალონისთვის“ და თავიანთი თავით კმაყოფილები დარჩნენ. ახლა უკვე მეორე ტურს მოუთმენლად ველოდებით. ინტელექტ-შეჯიბრში მონაწილეობა მოსწავლეს სხვადასხვა საჭირო უნარს უვითარებს. მთელი სკოლა კმაყოფილი დარჩა „ეტალონის“ შესარჩევი ტურით.“

„ეტალონის“ პედაგოგი ინგა ონიანი:

„ინტელექტ-ჩემპიონატის შესახებ სკოლაში ვისაუბრეთ და დადებითად შევაფასეთ. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანა და ძალიან გვიხარია ასეთ პროექტებში ჩართვა. სწავლის მიმართ მოტივაცია გაეზარდათ მოსწავლეებს. კითხვები იყო როგორც სააზროვნო, ასევე სასკოლო სახელმძღვანელოებიდან. ველოდებით მეორე ტურს. მოსწავლეები უკვე ემზადებიან მომდევნო ტურისთვის.“

ფანაგის საჯარო სკოლის დირექტორი ბესიკ მუკბანიანი:


„ძალიან კარგი პროექტია „ეტალონი“. მოსწავლეები მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ. ამ ინტელექტ-შეჯიბრში მონაწილეობა მოსწავლეებს სწავლის მიმართ მოტივაციას უმაღლებს.“

„ეტალონის“ პედაგოგი ხატია მარგველიანი:

„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები სიხარულით ჩაერთნენ „ეტალონის“ შესარჩევ ტურში. წინასწარ ვემზადებოდით და ახალ უკვე მომდევნო ტურს მოუთმენლად ველოდებით. ეს პროექტი კარგია როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის. ერთგვარი სტიმულია მთელი სკოლისთვის.“

ჩიხარეშის საჯარო სკოლის დირექტორი როზა გველებიანი:

„წელს ჩვენი სკოლიდან 19 მოსწავლე მონაწილეობდა. აქტიურობა საკმაოდ მაღალი იყო. ძალიან მოინდომეს მოსწავლეებმა. ისინი დაინტერესებული არიან ამ ინტელექტ-შეჯიბრით. შესარჩევი ტურის შემდეგ, განიხილეს დასმული კითხვები. მომხრე ვარ, „ეტალონის“ მსგავსი პროექტი ხშირად ჩატარდეს სკოლებში. მოსწავლეებს მოვუწოდებ, იკითხონ წიგნები, მეტი იმეცადინონ. სწორედ ეს განაპირობებს მათ შემდგომ წარმატებას.“ 

„ეტალონის“ პედაგოგი მაია მუშკუდიანი:

„ჩვენი სკოლიდან 12-მა მოსწავლემ გადალახა ბარიერი. მომდევნო ტურისთვის მზადება უკვე დავიწყეთ. ჩემი აზრით, ინტელექტ-შეჯიბრი მნიშვნელოვანი პროექტია მოსწავლეებისთვის. მოსწავლეებმა შარშან გამოცდილება შეიძინეს და წელს უკვე ყველა მოსწავლემ „თამამი“ აირჩია.“ 

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება