„ეფექტური სწავლება სკოლებში“ - სახელმძღვანელო ფოკუსირებულია სწავლების იმ მეთოდებზე, რომელთა ეფექტურობა კვლევის შედეგადაა დადასტურებული. უშუალოდ მეთოდების განხილვამდე, ავტორები მოკლედ მიმოიხილავენ განათლების სფეროში ჩატარებულ კვლევებს და ყურადღებას მათ ძირითად სტატისტიკურ მახასიათებლებზე ამახვილებენ.
ამის შემდეგ ავტორები თითოეულ მეთოდს პრაქტიკული მაგალითის ჭრილში განიხილავენ.
მკითხველს საშუალება აქვს, თითოეული მეთოდის ეფექტურობა სწორედ კვლევის მახასიათებლების გათვალისწინებით განსაჯოს.
აქედან გამომდინარე, სახელმძღვანელოს წაკითხვა მიზანშეწონილია მასში მოცემული საკითხების თანმიმდევრობის დაცვით, მიუხედავად იმისა,რომ შესაძლოა, მასწავლებლები კონკრეტული მაგალითების განხილვით უფრო დაინტერესდნენ.