ახმეტის კულტურის სახლში პროექტ „ხელოვნების ქარავანი“-ს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
11-12-2017
დაკოპირებულია
-
+
ახმეტის კულტურის სახლში პროექტ „ხელოვნების ქარავანი“-ს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით გახორციელდა.
მუნიციპალიტეტში 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა პროექტი, რომლის ფარგლებში მასტერ-კლასები ფერწერაში, ქორეოგრაფიასა და ქვილთში ტარდებოდა.
დასკვნით ღონისძიებაზე მოეწყო შეგროვილი ნამუშევრების გამოფენა და ჩატარდა კონცერტი.